ოლიმპიური ცეცხლი უკვე ტოკიოშია და 26 მარტიდან ამომავალი მზის ქვეყნის გარშემო მოგზაურობას დაიწყებს. ტოკიო 2020-ის სპეციალური თვითმფრინავი იაპონიის მაცუშიმას პრეფექტურის ავაიბაზაზე ადგილობრივი დროით 10 საათზე დაეშვა. გასაგები მიზეზების გამო იაპონური დელეგაცია საბერძნეთს სულ რამდენიმეკაციანი დელეგაციით ესტუმრა. ცეცხლი კი თვითმფრინავიდან იაპონიის საამაყო შვილებმა, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა საორი იოშიდამ და ტადიშიდო ნამურამ გამოიტანეს. ცხადია, იქვე გახლდათ იაპონიის ეროვნული ოლიმპიური...
