გია გეგუჩაძე „ბათუმში“ მუშობას აგრძელებს. კლუბმა მწვრთნელთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გეგუჩაძე სხვადასხვა დროს წვრთნიდა თბილისის „დინამოს“, რუსთავის „გორდას“, ქუთაისის „ტორპედოს“, „ზესტაფონს“, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს. 57 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ბათუმი“ პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი (2021), სამჯერ იყო ვიცე-ჩემპიონი (2019, 2020, 2022) და ერთხელაც საქართველოს სუპერთასის მფლობელი (2022). წლეულს გუნდში რამდენიმე ახალწყვეულია – ბათუმელებმა „თელავიდან“ დაიმატეს...
