ტოპ 14 „სტად ფრანსეს“ ქართველმა ბურჯმა გიორგი მელიქიძემ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-6 ლელო გაიტანა! ბურჯისთვის ეს თავისთავად უნიკალური შედეგია, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერჯერობით პირველობის ეკვატორიც არ გადალახულა… ლელოცაა და ლელოც: „ასპინძა“ „რასინგ-92“-თან მატჩში 49-ე წუთზე მარქაფიდან ჩაერთო და უკვე დიდი ხნის, 3-ზე მეტი წუთის გაწითლებულ დროში ლელო გაიტანა, რომელმაც „სტად ფრანსეს“ დედაქალაქური დერბის...
ჭდე: თედო აბჟანდაძე
დაჩის დაბრუნება
პრო დ2-ში მე-11 ტური გაიმართა, არადა მსოფლიოში გაგანია ნოემბრის ტესტებია. უნდა ითქვას, რომ პრო დ2 სულაც არაა ხელწამოსაკრავი ლიგა და უკლებლივ ყველა მისი კლუბი სანაკრებო ტესტების სეზონმა საგრძნობლად დაასუსტა. ასე რომ, ვისაც ნაკლები ხალხი ჰყავს ეროვნულ გუნდებში დელეგირებული, ამ პერიოდში ის ხეირობს ხოლმე. ამასობაში, გასულ ტურში 19-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა და ინდივიდუალურად თავის გამოჩენა...
აშშ გაგვიძალიანდა…
რა თქმა უნდა, სარაგბო საზომებით აშშ არაა იტალია, მაგრამ ვფიქრობ, ბორჯღალოსნების მატჩი თუნდაც ამერიკელების წინააღმდეგ უფრო სოლიდურ აუდიტორიას იმსახურებს. ბათუმის „აჭარაბეთ არენის“ისედაც მოკრძალებული ტრიბუნები ნახევრად ცარიელი იყო და ამის ხილვა მეტად დამთრგუნველია, აღარაფერს ვიტყვით თავად მოთამაშეებზე, რომელთაც საანგარიშო მატჩის მსვლელობისას არაერთხელ დაჭირდა მინიმუმ ოდნავ მეტი ქომაგობის შეგრძნება. ასეა თუ ისე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა ნოემბრის...
ნინიაშვილის 25-ე და ორი დებიუტანტი [VIDEO]
დავით ნინიაშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატში მორიგი ლელო გაიტანა, რომელიც მის ფრანგულ კარიერაში 25-ე გახლდათ. ტოპ 14-ში ორი ქართველი ახალგაზრდის დებიუტიც შედგა, ხოლო პრო დ2-ში დაფიქსირებული ორივე ქართული ლელოს ავტორები 9 ნომრები აღმოჩდნენ. ტოპ 14 „ლა როშელმა“ „რასინგ-92“-ს უმასპინძლა და კარგადაც ითამაშა. შედეგად, ბისკაის ყურის სანაპიროზე მდებარე ქალაქში ლამაზი გამარჯვება იზეიმეს – 33:6. ჰოდა, ამ ლამაზ გამარჯვებაში...
… როცა ლელოს არ ზეიმობენ
დავით ნინიაშვილმა სეზონში მე-3 ლელო გაიტანა, თანაც ეს თავის ყოფილ კლუბთან – „ლიონთან“ შეხვედრაში მოახერხა. პრო დ2-ში ერთადერთი ქართული ლელოს ავტორი კი გამოცდილი ბურჯი ომარ ოდიშვილი გახლდათ, რომელმაც პროფესიულ კარიერაში სულაც პირველი ლელო იზეიმა. და კიდევ თედო – აბჟანდაძემ კვლავ იჩუბინა, თავის „ორიაკს“ 13 ქულა შესძინა, თუმცა განადგურებისგან ვერ იხსნა. ტოპ 14 ნინიაშვილის ამჟამინდელი კლუბი...
გორგაძე ტურის სიმბოლურში
პირველი შეხედვით, ანუ სტატისტიკური კუთხით, ტოპ 14-ის გასული ტური უშედეგო იყო ქართული ლეგიონისთვის, თუმცა ტურის მთავარ მატჩში ბექა გორგაძის თამაში ბევრ რამედ ღირდა. პრო დ2-ში კი, უკვე ტრადიციულად, ქართველთა გამორჩეულობა გასულ უქმეებზეც თვალშისაცემი გახლდათ. ტოპ 14 მე-7 ტურში გამორჩეული მატჩი, ცხადია, ლიდერების ჯახი იყო – „პო“ საფრანგეთის მოქმედ სარაგბო ჩემპიონ „ტულუზს“ მასპინძლობდა. ყველასთვის მოულოდნელად, ბასკებმა...
შეუჩერებელი ახალაძე და დაჩის მე-4
საფრანგეთის ელიტურ დივიზიონებში მოასპარეზე ქართველები არ ცხრებიან და გასულ უქმეებზე საზოგადოებამ მათ მიერ გატანილი კიდევ 5 ლელო იხილა. იყო ქართული ჯარიმებიც, გარდასახვებიც, ამასთან, ტოპ 14-ის ქართველთა რიცხვს ახალგაზრდა ბურჯი ნუგზარ სომხიშვილიც დაემატა… ტოპ 14 „კლერმონმა“ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა – ყოფილ ლიდერ „პოს“ საკუთარ მოედანზე 50 ქულა გაუტანა, 27 გაუშვა და ბონუსიც მიიღო. „ყვითელი წყალქვეშა...
რეპეტიცია მსოფლიო ჩემპიონისთვის
ბორჯღალოსნებმა სამხრეთაფრიკულ ბლუმფონტეინში, ლეგენდარულ „ფრი სთეით სთედიუმზე“, რომლის დღევანდელი, სპონსორული სახელწოდება „ტოიოტა სთედიუმია“, მსოფლიო ჩემპიონთან შეხვედრამდე გენერალური რეპეტიცია გაიარეს. ადგილობრივი ფრენჩაიზი „ჩიტასი“, რაც აფრიკაანსიდან ითარგმნება როგორც „გეპარდები“, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 24:20 აჯობა და ისე იზეიმა, თითქოს ქარის თასი ან სუპერ რაგბი მოეგო. პირველ ტაიმში აფრიკელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ეს ლოგიკურიც იყო – ბორჯღალოსნებს ხომ...
38 ქართველის სეზონი…
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში ახალდასრულებულ სეზონში მონაწილეობა 38-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო, რომელთა შორისაც რამდენიმე ბორჯღალოსანია. ტურნირი „მონტობანმა“ მოიგო, რომელმაც ფინალში რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ „გრენობლს“ აჯობა, ხოლო „ალპელებმა“, თავის მხრივ, მეორე შანსიც გაანიავეს, როცა გადასასვლელ პლეი-ოფში საკუთარ მოედანზე „პერპინიანთან“ დამარცხდნენ. რაც შეეხება ჩვენებურებს, 38-დან 8 ქართველმა „ორიაკის“ მაისურით ითამაშა, 7-მა – „ნევერის“, ხოლო „კოლომიემ“,...
აიწყვიტა!
დავით ნინიაშვილს ვეღარ აჩერებენ. ქართული რაგბის იმედმა ბოლო დროს ისეთი ფორმა აკრიფა, ლელო ლელოზე გააქვს, თან ლელოცაა და ლელოც! ჯერ იყო და, ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში სამხრეთაფრიკული „ჩიტასი“ ისე დაალელოვა, რომ სტუმრები შოკიდან ვეღარ გამოვიდნენ. „ლიონმა“ ის თამაში საოცარი ანგარიშით – 68:21 მოიგო, ხოლო ფულბექად მოთამაშე ნინიაშვილმა მე-9 წუთზე თავისი 22-დან ბურთი წაიღო,...



![1111 ნინიაშვილის 25-ე და ორი დებიუტანტი [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/11/1111.jpg)





