ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“, შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 23-კაციან რაზმში ერთი დებიუტანტია – „ბორდოს“ 28 წლის მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, რომელსაც მარცხენა ბურჯადაც შეუძლია თამაში. ის სასტარტო შემადგენლობაშია და მიხეილ ნარიაშვილს შეუწყვილდება, ხოლო კვაჭი ჯაბა ბრეგვაძეა, რომელსაც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ბორჯღალოსნების კვართით არ უთამაშია. მეორე ხაზში ნოდარ...
ჭდე: თედო აბჟანდაძე
მჭედლიძემ ნავსი გატეხა
თაზო მჭედლიძემ ნავსი გატეხა და პირადი მშრალი სერია დასრულა. მისი „რუანი“ პრო დ2-ის ერთ-ერთ მოწინავე გუნდს, ბასკურ „პერპინიანს“ სტუმრობდა და მიმდინარეობდა პირველი ნახევრის ბოლო წუთი, როცა მასპინძელთა ლელოში რუანელთა მძლავრი მოლი შევარდა ხოლო ბურთის დამიწება ქართველმა შუამარბმა ითავა. მჭედლიძის ლელომ ჩამორჩენა რამდენადმე შეამცირა, თუმცა საბოლოოდ „რუანმა“ მაინც გამანადგურებელი მარცხი განიცადა 12:57 – და ცხრილის ბოლოსწინა...
აკა-შოუ ქუთაისში
ძნელი გასახსენებელია, ბოლოს ასე როდის ისიამოვნა რაგბის ქართველმა გულშემატკივარმა ბორჯღალოსნების თამაშით. ქუთაისში სწორედ ასე მოხდა. პირთამდე გავსებულ „აია არენაზე“ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელგიას უმასპინძლა და 78:6 მოუგო, პუბლიკას 12 ერთი მეორეზე ეფექტური ლელო აჩუქა და რაც მთავარია, ლაღი, შემტევი და ლამაზი რაგბი ითამაშა – ზუსტად ისეთი, როგორიც ლეგენდარული ნუგზარ ძაგნიძის ხსოვნას შეეფერება, ვის სახელსაც ქუთაისური...
სენსაცია საქართველოს არ ეხება – ესპანეთიც განზეა
რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მე-2 ტურში საქართველოს ნაკრებმა კვლავ მოიგო და სატურნირო ცხრილში უკვე ერთპიროვნულად გალიდერდა. სასტარტო ტურის შემდეგ მეორე ევროპული დონის პირველობას ორი ლიდერი ჰყავდა ბორჯღალოსნები და ესპანელები, ორივეს 5-5 ქულა ჰქონდა, მაგრამ რაკიღა კვირას ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ერთ-ერთს მოწინავის როლთან განშორება არ აცდებოდა. ქართველება მადრიდის საუნივერსიტეტო სარაგბო არენაზე 23 :10 იმარჯვეს და...
7 ქართული ლელო ევროთასებზე
არნახულად ბარაქიანი უქმეები გამოუვიდათ ქართველ მორაგბე ლეგიონერებს. 7 ლელო! ასეთი შედეგი ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ კაპის რომელიმე ცალკეულ ტურში ან საშეჯიბრო დღეს აქამდე წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დღეს ეს რეალობაა. ძირითადად ფრანგულ კლუბებში თავმოყრილ ქართველებს შორის არა მხოლოდ პირველხაზელი მორკინალები არიან, არამედ შუამარბებისა და გარემარბების გამოკლებით ყველა პოზიციის მოთამაშეა, რომლებიც თანდათან ეჩვევიან უმაღლეს დონეზე თამაშს და...
ევროთასები ფრანგულად
გასულ უქმეებზე ევროპაში საკლუბო ტურნირების ბოლოსწინა, მე-5 ტური გაიმართა, რომელმაც ბევრ საკითხს ნათელი მოჰფინა. კერძოდ, გაირკვა, რომ სამმა ფრანგულმა და თითო ირლანდიურმა და ინგლისურმა კლუბმა მეოთხედფინალის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა. ესენი არიან „კლერმონი“, „რასინგი“, „ტულუზი“, „ლენსტერი“ და „ექსეტერი“. რაც შეეხება ქართველ ლეგიონერებს, წინა ტურში მხოლოდ ხუთმა ჩვენებურმა ითამაშა და სამწუხაროდ, მათი...
დავუშვათ მიწაზე მფრინავი ფიჯი!
… და გადამწყვეტი დღეც მოახლოვდა. 3 ოქტომბერს, საქართველო – ფიჯი შედგება. ეს იქნება ამ გუნდების მესამე მატჩი ამომავალი მზის ქვეყანაში მიმდინარე მსოფლიოს მეცხრე თასზე. გადავავლოთ თვალი განვლილ გზას: ფიჯელებმა ტურნირის სასტარტო მატჩში ავსტრალიის ნაკრებს დიდი ბრძოლა გაუმართეს, მაგრამ 21:39 დამარცხდნენ, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ უდიდესი სირცხვილი ჭამეს, როცა მათზე ობიექტურად სუსტ ურუგვაისთან 27:30 წააგეს. ამ...
როგორ დაიჩეჩქვა შოტლანდია
საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინაში მიმდინარე მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე ჯგუფის დასკვნით მატჩში შოტლანდიელებს 17:12 მოუგო და თავის ოთხეულში მე-3 ადგილზე გავიდა. ილია მაისურაძემ ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა: ღერძი – ალანია-აბჟანდაძე მარქაფაში დატოვა, ასევე რეზერვში იყვნენ უძლიერესი ბურჯები. მაგრამ თუკი ამ უკანასკნელების ნაცვლად მინდორზე მყოფებმა შოტლანდიელებს პერმანენტულად შავი დღე აყარეს, 9 და 10 ნომრებად მოთამაშე მარგალიტაძემ და...







