მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ავსტრალიასთან მარცხით დახურა – 84:100. ტრავმების გამო განაცხადში არ იყვნენ ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია და დუდა სანაძე, ხოლო მიხეილ ბერიშვილი და გიორგი ცინცაძე სათამაშო ფორმით კი იყვნენ, მაგრამ მოედანზე არ გასულან. პირველი პერიოდი ავსტრალიელთა გამარჯვებით დასრულდა – 23:17. მეორე პერიოდიდან მეტოქემ ტემპს უმატა და დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობა...
ჭდე: თად მაკფადენი
წამში წაგებული…
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და ამხანაგური მატჩი ლიეტუვასთან გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 102:104 დამარცხდა. არადა, მატჩის მიმდინარეობისას ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მატჩს ასეთი დასრული ექნებოდა. ეგ კი არა, ბალტიისპირელებს ზედ საფინალი სირენის წინ რომ არ ჩაეგდოთ, თამაში ოვერტაიმში გაგრძელდებოდა. მატჩის დასაწყისში 6:2 დავწინაურდით, მაგრამ ბალტიისპირელებმა 13 უპასუხო ქულა ჩაგვიგდეს და მას...
ზუროსმა შემადგენლობა შეათხელა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთკვირიანი შეკრება დასრულდა. ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა – ანატოლი ბოისამ და მანუჩარ მარკოიშვილმა ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ინტენსიურად ავარჯიშეს, რის შედეგადაც 18 კალათბურთელი შეირჩა, რომლებიც 21 ივლისიდან იტალიის ქალაქ ტრევიზოში შეკრების მეორე ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას. ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შეკრებაზე 34 კალათბურთელი იყო გამოძახებული. მწვრთნელებმა მოთამაშეები 2 ჯგუფად გაყვეს და დიღმის...
ზუროსის სია…
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. პირველ ეტაპზე თბილისში ერთკვირიანი შესარჩევი ვარჯიშები გაიმართება, რომლის შედეგად ის 16 მოთამაშე შეირჩევა, რომელიც იტალიის ქალაქ ტრევიზოში გენერალურ შეკრებაზე გაემგზავრება. თბილისში დაგეგმილი შეკრებისთვის მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა 34 კალათბურთელი გამოიძახეს. გაფართოებულ სიაში არ არის ოთხი კალათბურთელი, რომლებიც ეროვნულ გუნდს იტალიაში, გენერალურ შეკრებაზე შეუერთდებიან. ესენი...
და რა იქნება მსოფლიოზე ?!
ორი წაგებით ორ უდიდეს სპორტულ ფორუმზე მოხვედრილ გუნდს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გარდა, ვერ ვიხსენებთ… 2011 წლის 5 სექტემბერს ჩვენმა ნაკრებმა გადამწყვეტი მატჩი ბულგარეთთან 69:79 წააგო და ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა. 2023 წლის 26 თებერვალს, ჩვენებმა ისლანდიასთან (77:80) ასევე გადამწყვეტი მატჩი დათმეს, მაგრამ მსოფლიოზე გავიდნენ. თუ პირველ შემთხვევაში საქმეში იღბალი ჩაერია, მეორე შრომით მოვიდა. მოვიდა წვალებით, ოფლის...
ერთი ნაბიჯი მსოფლიომდე
ნიდერლანდების ქალაქ ალმერეში საქართველოს ნაკრებმა მასპინძლები 88:80 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. ახლა საქართველოს ნაკრებს ერთადერთი მოგება აშორებს პლანეტის საუკეთესო გუნდებს შორის მოსახვედრად. გადამწყვეტი შესარჩევი მატჩი 26 თებერვალს თბილისში გაიმართება. ილიას ზუროსის გუნდი ისლანდიას დაუხვდება. ნიდერლანდებთან მოგება კი, იოლი არ გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ უიმედო აუტსაიდერი კიდევ უფრო გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა,...
მოგება ვერ მოვასწარით…
2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე მატჩი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა იტალიასთან ითამაშა და 84:85 დამარცხდა. ილიას ზუროსის გუნდი ახლოს იყო ნავსი გაეტეხა და ზედიზედ 11 მარცხის შემდეგ იტალია დაემარცხებინა, მაგრამ ბოლო წამებზე ფარში სროლა ვერ მოასწრეს – დრო ამოიწურა. იტალიის ნაკრები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა. თუმცა, უპირატესობა 7 ქულას არ სცდებოდა. სწორედ ამ...
იტალიის უკან მსოფლიოს ჰორიზონტია
14 ნოემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისში, იტალიის ნაკრებს უმასპინძლებს. ილიას ზუროსის გუნდმა ახალ სპორტის სასახლეში ივარჯიშა. როგორც უკვე იცით, საქართველოს ნაკრებს აკლია ორი „ამერიკელი“ – გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. სხვა ყველა კალათბურთელი, ვისი თამაშიც ჩვენი გუნდის ბერძენ მწვრთნელს სურდა, ყველა ადგილზეა. თამაშის წინა დღეს ზუროსმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა,...
საქართველოს დიდი შანსი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს. საამისოდ, ილიას ზუროსის გუნდმა რეიკიავიკში დიდი ბრძოლა გადაიტანა და ისლანდიის ნაკრები 88:85 დაამარცხა. მატჩის ბედი ბოლო წამებეზე გადაწყდა. მანამდე დიდი დრო საქართველოს ნაკრები ლიდერობდა. ხანდახან სხვაობა 10 ქულასაც აღწევდა. თუმცა, ისლანდიელები არ ნებდებოდნენ და ახერხებდნენ სხვაობის შემცირებას, ხოლო მესამე მეოთხედის შუაწელში სულაც წინ გავიდნენ. დარჩენილ...
მსოფლიო ისლანდიიდან გამოჩნდება
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტური ნოემბერშია დაგეგმილი. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩები ელის – ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი ეროვნული გუნდი 11 ნოემბერს ისლანდიაში ითამაშებს, ხოლო 14-ში იტალიას გაეჯიბრება. მომავალი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 7 ნოემბერს პირდაპირ ისლანდიაში შეიკრიბება, სადაც ნაკრების წევრები იმ ქვეყნებიდან ჩავლენ, სადაც ამჟამად იმყოფებიან. ჩვენი გუნდი რეიკიავიკში 4 დღე...









