26 ნოემბერს 2023 წლის მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველო უკრაინას უმასპინძლებს, 29-ში კი სტუმრად, ესპანეთში ითამაშებს. ჩვენები თებერვალში ორჯერ შეხვდებიან ჩრდილოეთ მაკედონიას: 24-ში თბილისში, 27-ში – სკოპიეში. ივნისში ესპანეთსა და უკრაინას დავუბრუნდებით და ჯგუფს დავხურავთ. უკრაინა-ესპანეთთან სათამაშოდ ილიას ზუროსმა 18-კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც ერთკვირიან მოსამზადებელ პერიოდში ძირითად შემადგენლობას შეარჩევს. ნაკრებში სამი ახალწვეულია:...
ჭდე: თად მაკფადენი
შერმადინი ესპანეთის მეფობისთვის იბრძვის
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის პროფესიულ საკალათბურთო ლიგის საუკეთესო მოთამაშისა და სიმბოლური ხუთეულების ნომინაციებშია წარდგენილი და ერთერთ ფავორიტადაც ითვლება. ამ ნომინაციებში საუკეთესოების გამოვლენა უკვე დაიწყო. გამოკითხვაში ლიგა ენდესას მოთამაშეები, მწვრთნელები, ფანები და ჟურნალისტები მონაწილეობენ. ლიგის ხელმძღვანელობამ საუკეთესოები სამ პოზიციაზე გაანაწილა – უკანახაზელები (20 მოთამაშე), შუახაზელები (25) და შემტევები (25). შერმადინი მიმდინარე სეზონში 13-ჯერ გახდა...
შერმადინმა პირველობა მაკფადენს გაუყო
საქართველოს ნაკრების ორი კალათბურთელი – გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მარტის თვის საუკეთესოდ აღიარეს. ორივე კალათბურთელს მარგი ქმედების კოეფიციენტის (მქკ) თანაბარი მაჩვენებელი დაუფიქსირდა (25,5) და MVP-ის ტიტული გაიყვეს. მარტში შერმადინის საშუალო სტატისტიკა ასეთი იყო: 17,5 ქულა, 4,5 მოხსნა, 2,0 პასი, 1 დაფარება, 25,5 მქკ. მაკფადენის კი, 23,0 ქულა, 1,0 მოხსნა, 5,5 პასი,...


