ჭდე: ვუელტა

Home ვუელტა
მარიხუანას პლანტაცია ველოსპორტს შეეწირა
ჩანაწერი

მარიხუანას პლანტაცია ველოსპორტს შეეწირა

ესპანეთში მრავალდღიანი ველორბოლა „ვუელტა“ გრძელდება. მერვე ეტაპის ფინიში ქალაქ იგუალდეში იყო დაგეგმილი. მოგეხსენებათ, ველოტურს რამდენიმე ვერტმფრენი ემსახურება. ჰოდა, ერთ-ერთ ვერტმფრენში განთავსებული კამერის კადრში საცხოვრებელი სახლის სახურავზე გაშენებული მარიხუანას პლანტაცია მოყვა. ბუნებრივია, კადრებით პოლიცია დაინტერესდა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 40 ძირი მარიხუანა ამოიღეს. სახლის პატრონებს კი 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.