ინგლისის ასოციაციის თასის შეხვედრა „ვრექსჰემსა’’ და „ჩელსის’’ შორის ორი მიზეზის გამო იყო საინტერესო. ჯერ ერთი, ეს იყო „ჩელსის’’ ბოლო თამაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენთან’’ დაპირისპირების წინ და მეორეც, ეს გახლდათ „ვრექსჰემის’’ პირველი მატჩი ძლიერ გუნდთან მას მერე, რაც ეს ინგლისური კლუბი ჰოლივუდის ვარსკვლავმა რაიან რეინოლდსმა იყიდა. თუკი პარიზელებს პარასკევს „მონაკოსთან’’ ცუდად თამაშის (1:3) [...]
