ბავშვობის სიუჟეტი: სოფლის ბირჟა, გაცვეთილი ჭადრაკის დაფა და ფიგურები (თავწატეხილი მეფეებით და ლაზიერებით, რასაკვირველია), პარტია პარტიაზე გასაოცარი სვლების თანხლებით (დიდოსტატს მათი გაგება გაუჭირდება)… გამოივლის ამ დროს მავანი უფროსკლასელი და შოშიებივით პირდაღებულ ბავშვებს “დეტსკი მატს” უჩვენებს, შამათს ოთხ სვლაში, რომელიც გულისხმობს, რომ შავებმა ერთიმეორეზე სუსტი სვლები უნდა გააკეთონ. უფროსკლასელი დიდების ზენიტშია. გადაავლებს რა პუბლიკას მოწყალე მზერას, [...]
