ბოლო სანაკრებო მატჩებიდან გამომდინარე, საქართველოს საკალართბურთო სუპერლიგას მეტი ფასი დაედო. დანიასთან და სერბეთთან მატჩებში სულ ოთხი ლეგიონერი გვყავდა, დანარჩენები კი სუპერლიგიდან იყვნენ. შედეგად, ჩვენი ჩემპიონატიდან ნაკრებში მოხვედრა პრობლემას არ წარმოადგენს, მით უფრო, რომ გვყავს საინტერესო კალათბურთელები. ერთ-ერთი მათგანი ვილი ისიანია, რომელიც საქართველოში სათამაშოდ ესპანეთიდან დაბრუნდა. მანამდე იყო ამერიკული კოლეჯთა ლიგა და საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრები....
ჭდე: ვილი ისიანი
დაგვეხმარე ვილი…
ესპანურ LIGA LEB PLATA-ში მოთამაშე ქართველმა კალათბურთელმა ვილი ისიანმა კლუბი შეიცვალა. ქართველი ფორვარდი აქამდე ესპანური ლიგის აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერ „მოლეში“ თამაშობდა. მისი ახალი კლუბი იმავე ლიგის „ჰოსპიტალეტია“, რომელმაც ჩემპიონატის აღმოსავლეთ კონფერენციაში გამოსვლა მე-11 ადგილზე დაასრულა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის განაგრძობს ბრძოლას და ვილისაც სწორედ ამად უხმეს, ლიგასი ადგილის შენარჩუნებაში დაგვეხმარეო. ჰოსპიტალეტელთა გადაწყვეტილებამ გაამართლა. ისიანმა ახალი კლუბში...
მოლეს ვილი ვერ შველის…
ესპანურ LIGA LEB PLATA-ში 24-ე ტურის მატჩი ჩაატარა „მოლემ“, სადაც ქართველი ვილი ისიანი თამაშობს. ქართველი კალათბურთელის გუნდმა „მენორკას“ უმასპინძლა და 19 ქულის სხვაობით, 78:97 დამარცხდა. ვილი ისიანი თავის გუნდში კვლავ ერთ-ერთი გამორჩეული იყო – ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა (6-დან 3 სამქულიანი, 6-დან 2 ორქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო) მოაგროვა,...
ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე…
ესპანურ საკალათბურთო LIGA LEB PLATA-ში „მოლემ“, სადაც ქართველი კალათბურთელი ვილი ისიანი თამაშობს, 22-ე ტურის მატჩი ჩაატარა „გრან კანარიას“ წინააღმდეგ და 67:82 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი ბევრს ეცადა, თამაში გადაერჩინა და თავის გუნდს მოგებაში დახმარებოდა, რაზეც მისი სტატისტიკაც მეტყველებს – ისიანმა 32 წუთი ითამაშა, რა დროშიც 18 ქულა (2 ორქულიანი, 4 სამქულიანი, 2 საჯარიმო), 9 მოხსნა და...
ვილი ისიანი ისევ საუკეთესოა…
ესპანურ LIGA LEB PLATA-ში მორიგი ტურის მატჩი ჩაატარა „მოლემ“, სადაც ქართველი კალათბურთელი ვილი ისიანი თამაშობს. მე-20 ტურში „მოლემ“ „სან ანტონის“ უმასპინძლა და 28 ქულით, 70:98 დამარცხდა. „მოლე“ ამ შეხვედრას გარკვეული დანაკლისით შეხვდა, გუნდს ვირუსის გამო სამი წამყვანი კალათბურთელი აკლდა. ასეთი დანაკლისის ფონზე გუნდს ქართველმა ულიდერა – ისიანმა პარკეტზე 35 წუთი გაატარა, რა დროშიც 20 ქულა...
MVP ისიანი
ცოტა ხნის წინ 25 წლის ქართველმა ფორვარდმა ვილი ისიანმა კლუბი გამოიცვალა – „კასერესიდან“ „მოლეში“ გადავიდა. გუნდის გამოცვლის მთავარი მიზეზი სათამაშო დრო იყო, რომელიც ვილის „კასერესისგან“ განსხვაებით, „მოლეში“ მეტი აქვს. ამასობაში კი ქართველი კალათბურთელი თანდათან გუნდის ერთერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ესპანურ LIGA LEB PLATA-ში მორიგ ტურში „მოლემ“ მე-19 ტურის შეხვედრაში „ჰოსპიტალეტს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 96:85 დაამარცხა....
ვილი ყრის და ყრის
ერთერთმა ყველაზე პერსპექტიულმა ქართველმა კალათბურთელმა, საქართველოს ნაკრების კანდიდატმა ვილი ისიანმა კლუბი გამოიცვალა, თუმც ისევ ესპანეთში დარჩა. ვილი „კასერესიდან“ „მოლეში“ გადავიდა. მისი პირველი ლებ-ოროს ლიგაში თამაშობს, მეორე – ლებ-პლატაში. გუნდის გამოცვლის მთავარი მიზეზი სათამაშო დროა, რომელიც ვილის „მოლეში“ გაცილებით მეტი ექნება ჩვენიანმა უკვე თავის გამოჩენაც მოასწრო და კარგი პრესაც მიიღო. ისიანმა და მისმა „მოლემ“ „მოდერასს“ უმასპინძლეს...
ვილი ისიანის ესპანური თამაშები…
25 წლის ქართველი კალათბურთელი ვილი ისიანი ბოლო 4 სეზონი NCAA-ს „დეტროიტ მერსიში“ რომ თამაშობდა ახალი სეზონიდან ესპანეთის რანგით მეორე საკალათბურთო ჩემპიონატის (LEB Oro) გუნდ „კასერესში“ ჩაირიცხა და ჩინებულადაც ათამაშდა. მისი დებიუტი 7 ოქტომბერს „ალმანსასთან“ (71:86) მატჩში შედგა. ვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მან პარკეტზე 29 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და...
ვილი ესპანეთში საქმეს შეუდგა
ამერიკული გამოცდილების შემდეგ, ვილი ისიანი უკვე ესპანეთშია. ის „კასერესს“ შეუერთდა. ქართველი კალათბურთელის მიმართ სიმპატია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გამოხატა, რომელმაც ჩვენებურს სამიანების სროლა და პარკეტზე გადაადგილება მოუწონა. ვილიმ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა და ხელი ერთ წლიან კონტრაქტსაც მოაწერა. ევროპაში კიდევ ერთი ქართველი ჩვენი კალათბურთისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია… LEB Oro-ში 18 კლუბი მონაწილეობს. პირველადგილოსანი ავტომატურად გადადის უმაღლესში,...
ვილის ევროპა და ამერიკა
ვილი ისიანმა ამერიკის კოლეჯების ლიგაში მეოთხე სეზონი დაამთავრა და ახლა ახალი ნაბიჯისთვის ემზადება. 24 წლის და 204 სანტიმეტრი სიმაღლის მძიმე ფორვარდი დღესდღეობით საქართველოშია, აქვე ემზადება და მომავალი კლუბის მოლოდინშია. აი, თავად რა გვითხრა: – ახალი სეზონიდან პროფესიულ კარიერას ვიწყებ. ველი წინადადებებს დაინტერესებული კლუბებისგან და უკან, ამერიკაში დაბრუნება თუ არ გამოვიდა, კარიერას ევროპაში დავრჩები. ევროპაში თამაშის...









