თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა წყალში ჩაყარა შრომა და ჩემპიონთა ლიგის რვა საუკეთესო გუნდში ვერ მოხვდა. არადა, ძალიან ახლოს იყო. „ვასპო ჰანოვერთან“ შეხვედრაში, თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ (3:3), მესამე მეოთხედში თბილისის გუნდმა კარგად ითამაშა და ბოლო პერიოდს ორბურთიანი ჰანდიკაპით შეხვდა – 6:4. ეს ანგარიში დამშვიდების საშუალებას არ იძლეოდა, რადგან ფრე მეტოქეს ჰყოფნიდა, მაგრამ არც ისეთი ანგარიში...
