წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში თბილისის „დინამომ“ „მარსელს“ უმასპინძლა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. რევაზ ჩომახიძის შეგრიდებმა მეტოქე 15:12 დაამარცხეს. მატჩი თბილისში, ოლიმპიკის საწყლოოსნო კომპლექსში კორონა ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ქომაგთა გარეშე ჩატარდა. თითქმის მთელი მატჩი ჩვენების უპირატესობით მიმდინარეობდა. „დინამო“ შესანიშნავად თამაშობდა. განსაკუთრებით ეს პირველ და მეორე მეოთხედზე ითქმის. „დინამომ“ მხოლოდ ბოლო მეოთხედი დათმო, ამ პერიოდში [...]
