აშშ-ის ღია პირველობის ბადე ისე იყო შედგენილი, ერთ ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი უნდა შეხვედროდნენ, ამათ შორის უმჯობესი კი ფინალში რაფა ნადალს შეეტოქებოდა. არ გამოვიდა. ნოვაკი მეოთხე წრეში ვავრინკასთან მატჩიდან ტრავმის გამო მოიხსნა. მერე ვავრინკამ ვეღარ ივარგა და ნახევარფინალში კიდევ ერთი ტრავმირებული დანილა მედვედევი გაატარა. მეორე ნახევარფინალისტის ბედიც ტრავმამ გადაწყვიტა – როჯერ ფედერერს ხერხემალი...
ჭდე: ვავრინკა
აფსუს, ნიკა!
იშვიათია, წილისყრაში და ტურნირის მსვლელობისას ასე გაგიმართლოს. ნიკა ბასილაშვილს ისეთი სატურნირო ბადე გამოუვიდა, მერვედფინალამდე ცეკვა-ცეკვით უნდა მისულიყო, მაგრამ მსოფლიოს 118-ე ჩოგანთან, გერმანელ კოეპფერთან მრავალნაცადი ქამბექი არ გამოვიდა და ოთხ სეტში დამარცხდა. არადა, მომდევნო მეტოქე რუსი დანილა მედვედევი უნდა ყოფილიყო. რუსს კარგი სეზონი კი აქვს,მაგრამ დაუძლეველი ბარიერი სულაც არ არის. მერე? მერე წესით მეოთხედფინალი და ჯოკოვიჩი...
ჯოკოვიჩი მაყურებელს: მაინც გიპოვი!
ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის მესამე წრის მატჩისწინა მოთელვაზე განრიგიდან ორი საათის დაგვიანებით გავიდა. მიზეზი მხრის ტრავმა გახლდათ და ეს მოთელვისასაც აშკარად ჩანდა. ალბათ ამიტომ იყო, მავანმა ქომაგმა (საინტერესოა, ვისმა) ტრიბუნიდან რომ გასძახა: „ხომ არ მოხსნილიყავი ტურნირიდან?“ ნოვაკი ტრიბუნისკენ შებრუნდა და… „მაინც გიპოვი! იცოდე, აუცილებლად გიპოვი!“ მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯოკოვიჩმა თანაშემწეს იმ გულშემატკივრის ფოტოს შოვნა...


