ინგლისური პრემიერლიგის მე-11 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საკუთარ „ოლდ ტრაფორდზე“ თანაქალაქელ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. პირველი ბურთი საკუთარ კარში მასპინძელთა კოტ დ’ივუარელმა ნახევარმცველმა ერიკ ბაილიმ მე-7 წუთზე ჩაჭრა. ფაქტი ისტორიულია, რადგან „მანჩესტერის“ კარში დერბის ფარგლებში ავტოგოლი პირველად გავიდა. მეორე გოლი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე „ქალქელმა“ ბერნარდუ სილვამ გაიტანა.
