ჭდე: ერთა ლიგა 2024-25

Home ერთა ლიგა 2024-25
ზეიმი მინდორზე…
ჩანაწერი

ზეიმი მინდორზე…

საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩშიც დიდი ანგარიშით დაამარცხა სომხეთის ეროვნული გუნდი – 6:1 (ორი მატჩის ჯამში – 9:1) და ერთა B ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. დისკვალიფიცირებული კაშია და კვარაცხელია დაბრუნდნენ. სასტარტოში გამოჩდნენ მექვაბიშვილი და წიტაიშვილი. ზღაპრულ პირველ ტაიმს ცოტა დაბნეული მეორე ნახევარი მოჰყვა. საერთოდ კი პირველი მატჩის შემდეგ დიდი უპირატესობის მიუხედავად, ჩვენებურებს მოტივაცია არ დაუკარგავთ და ნამდვილი...

სანიოლის სია ერთი დებიუტანტით…
ჩანაწერი

სანიოლის სია ერთი დებიუტანტით…

საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას 17 მარტიდან დაიწყებს. B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი ოფში ჩვენი გუნდი სომხეთს 20 მარტს, ერევანში, 23-ში კი თბილისში შეხვდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. სანაკრებო სიაში ერთი დებიუტანტია – ოდესის „ჩერნომორეცისა“...

სომხეთთან B დივიზიონისთვის…
ჩანაწერი

სომხეთთან B დივიზიონისთვის…

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის B დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა და ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად 2025 წლის მარტში პლეი ოფის მატჩის გამართვა უწევს. ჩვენების მეტოქის გამოსავლენად შვეიცარიაში წილისყრა გაიმართა და გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად სომხეთს შეხვდება. წილისყრისას საქართველოს ნაკრები განთესილი იყო და პლეი ოფის პირველ მატჩს 2025 წლის 20 მარტს სტუმრად, ერევანში...

ფრე უკრაინასთან…
ჩანაწერი

ფრე უკრაინასთან…

ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბათუმში უკრაინას უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა, უკრაინელების შეტევისა და ფლანგური ჩაწოდების შემდეგ საბა კვირკველიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და სტუმრები დაწინაურდნენ. ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშის გაათანაბრება მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე შეძლეს – გოლი შეცვლაზე შესულმა გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. საქართველოს ნაკრები მომდევნო...

ჯერ მხოლოდ თერთმეტმა ივარჯიშა
ჩანაწერი

ჯერ მხოლოდ თერთმეტმა ივარჯიშა

2 სექტმებერს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოში, სექტემბრის შეკრების პირველ დღეს მსუბუქად, არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცეში 11 ფეხბურთელი მონაწილეობდა: ლუკა გუგეშაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი, საბა გოგლიჩიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე. სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახებული სხვა ფეხბურთელები გუნდს უახლოეს ორ დღეში შეუერთდებიან. საქართველოს ნაკრები...

გოგლიჩიძე ახალგაზრდულიდან ეროვნულში…
ჩანაწერი

გოგლიჩიძე ახალგაზრდულიდან ეროვნულში…

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება 2 სექტემბრიდან დაიწყო. გუნდის შემადგენლობაში მატებაა – ვილი სანიოლმა 23-კაციან განაცხადს ახალგაზრდული ნაკრებიდან საბა გოგლიჩიძე დაამატა, რომელსაც 31 აგვისტოს იტალიის სერია A-ს „ემპოლიში“ დებიუტი ჰქონდა. „საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის მზადებას 24 ფეხბურთელით დაიწყებს. სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას იტალიური „ემპოლისა“ და 21-წლამდელთა ნაკრების მცველი საბა...

ნაგელსმანის ახალი გერმანია
ჩანაწერი

ნაგელსმანის ახალი გერმანია

გერმანიის ნაკრები ერთა ლიგსის ახალ სეზონს უნგრეთთან და ნიდერლანდებთან მატჩით იწყებს. ბუნდესგუნდი 7 სექტემბერს საკუთრ მოედანზე უნგრეთშ დაუპირისპირდება, 10 სექტემბერს კი ნიდერლანდებთნ გასვლით მატჩს ჩაატარებს. ამ შეხვედრებისთვის გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა შემადგენლობა დასახელა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრები ახალ სეზონს გადახალსიებული და განახლებული შემადგენლობით ხვდება. მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულეს ტონი კროოსმა,...

ვილის სია ორი დებიუტანტით…
ჩანაწერი

ვილის სია ორი დებიუტანტით…

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალ სეზონს 7 სექტემბერს იწყებს – „ჯვაროსნები“ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან 10 სექტემბერს კი სტუმრად ალბანეთის ნაკრებს შეხვდებიან. ამ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა. სანიოლის სიაში ორი დებიუტანტია – შოთა ნონიკაშვილი და ლუკა გადრანი, ფრანგმა სპეციალისტმა ნაკრებში დააბრუნა ირაკლი აზაროვი. 7 სექტემბერს საქართველოსა...