2022 წლის ასე ცუდად დაწყებას „რეალი“ ვერ წარმოიდგენდა — ლა ლიგის ლიდერმა „ხეტაფეთან“ წააგო 0:1. შეხვედრის ერთადერთი გოლი თურქმა ენეს უნალმა დასაწყისშივე გაიტანა, რის წყალობითაც მადრიდელი გარეუბნელები გასავარდნ ზონას ორი ქულით ასცდნენ — მე-16 ადგილზე არიან. „რეალს“ კი 15 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუსრულდა. „თეთრები“ კვლავ ლიდერებად დარჩნენ, მაგრამ მათ მდევარს, „სევილიას“, ორი თამაშით ნაკლები აქვს...
