საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩი საფრანგეთთან გამართა. პოლონეთთან მოგების შემდეგ სლოვაკეთში მყოფი ქართველი ქომაგი შეხვედრას იმედიანად ელოდა, ეს იმედი კი მათ რამაზ სვანაძის გუნდმა გაუჩინა. ფრანგებთან მატჩი, განსაკუთრებით კი მისი ბოლო წუთები დრამატული გამოდგა. პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც ჩვენმა გინდმა 0:1 დათმო, სვანაძემ რამდენიმე ცვლილება განახორციელა. სწორედ შეცვლაზე შესული ფეხბურთელების მიერ გათამაშებული...
ჭდე: ევრო 2025
მოგება და პირველობა
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოგებით დაიწყო – რამაზ სვანაძის შეგირდებმა პირველ ტურში პოლონეთი 2:1 დაამარცხეს. თავიდან პოლონელები უკეთ გამოიყურებოდნენ და მატჩის საწყის წუთებში ბურთი ძელს ორჯერ გაარტყეს. ამ მონაკვეთში, საქართველოს ნაკრები, ძირითადად, კონტრშეტევებზე ცდილობდა თამაშა, მაგრამ შეტევის სწორი გაგრძელება უჭირდა. ტაიმის ბოლოსკენ სვანაძის გუნდმა თამაში უფრო დაალაგა. პრესინგიც უკეთ გამოსდიოდათ და ბურთის კონტროლიც. თუმცა,...
სვანაძე: იმედია, პოლონეთთან იმ გუნდს იხილავთ, რომელსაც იცნობთ…
11 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პოლონეთთან პირველ მატჩს გამართავს. მატჩამდე რამაზ სვანაძემ გუნდი ჟილინაში ავარჯიშა, მანამდე კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში მეორედ ვმონაწილეობთ. დარწმუნებული ვარ, სტაბილურობა შენარჩუნდება და წინსვლასაც მოვახერხებთ. სულ სხვა ფასი და გემო აქვს, როდესაც საგზურს საკუთარი შრომით მოიპოვებ – ეს გუნდის ემოციურ ზრდაზე...
პორტუგალია, საფრანგეთი, პოლონეთი…
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქეები გაირკვა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები პორტუგალიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ნაკრებები იქნებიან. წილისყრის შედეგად 16 გუნდი 4 ქვეჯგუფში გადანაწილდა, ევროპის ჩემპიონატი სლოვაკეთში 2025 წლის 11 ივნისს დაიწყება და 28 ივნისამდე გასტანს. ჯგუფები ასე დაკომპლექტდა: A...



