ჭდე: ევროპის ჩემპიონატი

Home ევროპის ჩემპიონატი
ანგელოვსკი თბილისში ორასით მოდის
ჩანაწერი

ანგელოვსკი თბილისში ორასით მოდის

12 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ გუნდს უმნიშვნელოვანი მატჩი აქვს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან. თუმცა ნაკლებად ისტორიულად მიიჩნევს ჩვენთან დაპირისპირებას მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი და სჯერა, რომ მისი გუნდი წარმატებას მიაღწევს. „თბილისში მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. 200 %-ით დავიხარჯებით, რათა ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით გავახაროთ. შედეგთან ერთ ნაბიჯში ვართ. ვერ ვიტყოდი, რომ ვღელავ ან ვნერვიულობ – უფრო...

მარტის თვეა ჩვენი…
ჩანაწერი

მარტის თვეა ჩვენი…

მარტი, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი ქართული სპორტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვე იქნება და ვიმედოვნებთ, თბილისის ქუჩებს მოზეიმე ხალხის მორევი წალეკავს. მარტისადმი კი ქომაგის მოლოდინი უპირველესად, რა თქმა უნდა, ფეხბურთს უკავშირდება. ბელარუსთან, ერთა ლიგის ნახევარფინალით, რომელიც „დინამო არენაზე“ 26 მარტს შედგება, ქომაგები, რა ხანია ცხოვრობენ. მანამდე კი საქართველოს ნაკრებს არანაკლებ მნიშვნელოვანი ბრძოლების გადატანა მოუწევთ, ოღონდ...

6:18 იტალიასთან
ჩანაწერი

6:18 იტალიასთან

ბუდაპეშტში წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს – იტალიას შეხვდა. სამწუხაროდ, იტალიელებმა ჩვენი ნაკრები ოთხივე მეოთხედში დაამარცხეს – 1:4; 2:3; 3:5; 0:6, საბოლოოდ კი თამაში 6:18 დასრულდა. თუმცა ისიცაა, რომ ჩვენი ნაკრები პლეი ოფში უკვე გასულია და ამდენად ამ მატჩს ნაკლები სატურნირო დატვირთვა ჰქონდა. ქართველთა მხრიდან გოლები გაიტანეს: მაგრაქველიძე – 2; რურუა – 1;...

მამლებს დეზები დააძრეს
ჩანაწერი

მამლებს დეზები დააძრეს

სპორტში იგებს კლასი, ხარისხი, შეუპოვრობა, მიწოლა და მისთანები. ბედი, იღბალი, ყისმათი, განგება და მსგავსი კატეგორიები სპორტისთვის მოგონილი არ გახლავთ. და მაინც, ხანდახან მოხდება, ერთი უსიამო ეპიზოდი, ერთი პატარა ჩავარდნა და ქვავდება ხელ-ფეხი, მრუდდება მიზანი, ფუჭდება ხასიათი, მცირდება მონდომება და ინგრევა რუდუნებით ნაშენები. ხორვატიაში სახელბურთო ევრო-2018 დამთავრდა და გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვანძო მომენტი...

რევანში
ჩანაწერი

რევანში

2016 წლის 31 იანვარს, კრაკოვში, სახელბურთო ევრო-2016-ის ფინალის დასკვნითი წუთები ესპანეთის ნაკრებს მწარედ დაამახსოვრდა. არა იმიტომ, რომ თამაშის ბედი ერთმა ტყორცნამ და წამებმა გადაწყვიტა. პირიქით, გერმანია რამდენიმე ბურთით წინ იყო და გამარჯვებაში დარწმუნებული ბურთს ლაღად, მეტიც, დაუდევრად ათამაშებდა. წუხელ, ევრო-2018-ის მთავარი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, ესპანელებმა სისხლი აიღეს, თან ზუსტად ორი წლის წინანდელი სახით: ბოლო...

50:50 – გერმანიის გოლები და შანსები
ჩანაწერი

50:50 – გერმანიის გოლები და შანსები

ევრო-2018-ზე,  ესპანეთი – დანიის თამაშში იყო ყველაფერი, რის გამოც ქომაგს ხელბურთი უყვარს: ბრძოლა, მაღალი ტემპი, დახვეწილი კომბინაციები და გადასარევი გოლები. ესპანელები მთელი თამაშის მანძილზე ებრძოდნენ სამბურთიან ჩამორჩენას და ასე გავიდნენ ბოლოშიც – 22:25, თუმც ჯგუფში პირველობა დაინარჩუნეს. D ჯგუფშივე, ჩეხეთმა წინა ტურის ემოცია (გამარჯვება დანიის ნაკრებთან) მომდევნოშიც გადმოიყოლა, უნგრეთს 33:27 მოუგო და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. A-ჯგუფის ქომაგებით...

ჯერ გადახტი…
ჩანაწერი

ჯერ გადახტი…

სახელბურთო ევრო-2018-ის მეორე ტურზე საუბრის ბოლოდან დაწყება ეგების: D ჯგუფში ჩეხეთმა დანია დასცა. ესპანელ გრანდებთან 17-ბურთიანი ფიასკოს შემდეგ ჩეხებზე ხელის ჩაქნევა უპრიანი იქნებოდა. წინაპარი ჩეხოსლოვაკია სხვა არის: 1954-1967 წლებში ამ ქვეყნის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე სხვადასხვა ხარისხის ხუთი მედალი მოიპოვა, ხოლო 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადიდან ბრინჯაოს მედალი წამოიღო. სახელიდან “სლოვაკის” ამოღებამ ავნო თუ რა არის, 1993...

ბევრი ხელბურთი, ცოტა პოლიტიკა
ჩანაწერი

ბევრი ხელბურთი, ცოტა პოლიტიკა

ხელბურთში საკრალური რიცხვი, ვფიქრობთ, არ არსებობს, მაგრამ ევრო-2018-ის პირველ ტურში თექვსმეტიდან ხუთმა გუნდმა 32-32 გოლი უთავაზა მეტოქეს და თამაში ხუთივემ მოიგო, ზოგმა გაჭირვებით, სხვებმა კომფორტულად. ტურის ცენტრალური თამაში არა სპორტულ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში ხორვატია – სერბეთი გახლდათ და მოედანზე აშკარა ფავორიტის (ხორვატია) ყოფნის მიუხედავად, სერბთა ახალგაზრდულმა კოლექტივმა თამაშის პირველი მესამედი ყოჩაღად ჩაატარა. სერბები წელში თამაშის...

ევროპა, რომელიც უდრის მსოფლიოს
ჩანაწერი

ევროპა, რომელიც უდრის მსოფლიოს

დღეს ხელბურთში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატი იწყება. ვამბობთ “ევროპას”, ვგულისხმობთ “მსოფლიოს”, რადგან 1898 წელს დანიელი მოფარიკავის, მსროლელისა და ტანმოვარჯიშე ჰოლგერ ნილსენის მიერ ამ ჩინებული საბურთაო თამაშის გამოგონების შემდეგ ხელბურთმა დიდი და ნაყოფიერი გზა განვლო, მაგრამ ბებერ კონტინენტს დიდად ვერ გასცდა. იხილეთ თუნდაც შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის დასკვნითი ცხრილი, სადაც არაევროპული ნაკრებების შედეგები ჯადოსნურ სახეს...