10 იანვარს გერმანიაში ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული იქნება – ტიტე კალანდაძის გუნდი კონტინენტის უმთავრეს ფორუმზე პირველად ითამაშებს. საქართველოს ნაკრების ჯგუფში შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნიის ნაკრებებიც არიან. ვერავინ იტყვის, რომ ამ ჯგუფიდან უნდა გავიდეთ. მეტიც, მესამე ადგილიც კი, უკვე კარგი შედეგი იქნება. ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გუნდი თბილისში ერთი კვირის წინ შეიკრიბა, სადაც...
