კატალონიაში ვნებები არ ცხრება. „ბარსელონა” კვლავ ვერ ეგუება შაბათს, „ელ კლასიკოში”, მის კარში დანიშნულ პენალტს. შეგახსენებთ, რომ „კამპ ნოუზე” „რეალმა” „ბარსას” 3:1 მოუგო, ხოლო პენალტი, რომელმაც ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, მსაჯმა ხუან მარტინეს მუნუერამ მაშინ დანიშნა, როდესაც ანგარიში იყო 1:1. მუნუერამ გადაწყვეტილება ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მიიღო. მას მერე კატალონიური პრესა ეპიზოდს და მსაჯს უტრიალებს. დღეს,...
