ჭდე: დიეგო მარადონა

Home დიეგო მარადონა
გვარდიოლა ნეიმარს ეთანხმება, და მაინც…
ჩანაწერი

გვარდიოლა ნეიმარს ეთანხმება, და მაინც…

პელეს გარდაცვალებამ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის თემას ახალი სიმძაფრე შესძინა. შესაძლოა სხვადასხვა ეპოქის გამორჩეულ ვარსკვლავთა შედარება სწორი არც არის, მაგრამ ფეხბურთს კამათი ახასიათებს და „მანჩესტერ სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლასაც მოუხდა პასუხის გაცემა კითხვაზე: ვინ არის ისტორიაში უდიადესი? „ვფიქრობ, ნეიმარმა დიდებულად თქვა: პელემდე ათიანი უბრალოდ ნომერი იყო, მის შემდეგ კი განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ყველა დიდ...

კარგი ნიშანი ნაპოლისთვის
ჩანაწერი

კარგი ნიშანი ნაპოლისთვის

calcionapoli1926-ს იმედი მიეცა, რომ „ნაპოლი” სერა A-ს მიმდინარე ჩემპიონატში სკუდეტოს მოიპოვებს. ადამიანი როგორ ჩანს ყველგან ცრუმორწმუნეა და ზეციურ მინიშნებებს ეძებს. საქმე კი ის არის, რომ მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატში არგენტინის ნაკრებმა გაიმარჯვა და… შემდეგ სეზონში „აძურიმ” იტალიის ჩემპიონატი მოიგო. აი, გამოხდა 36 წელი და არგენტინამ კვლავ აღმართა მსოფლიო თასი. გინდ გაიკვირვეთ, გინდ არა, მაგრამ არგენტინელთა...

საინტერესო ამბები გიჟური ფინალის ირგვლივ
ჩანაწერი

საინტერესო ამბები გიჟური ფინალის ირგვლივ

მსოფლიოს ჩემპიონატის გიჟურ ფინალს სხვა სიგიჟეებიც მოჰყვა. აი, ერთ-ერთი მათგანი: არგენტინის მოზეიმე ნაკრების შემყურე ხალხმა ძველი ფოტოები გადაქექა და აღმოაჩინა, რომ ლეგენდარული დიეგო მარადონა გენიალური ფეხბურთელის გარდა წინასწარმეტყველიც ყოფილა. ჩვენ ეს იტალიური პრესიდან შევიტყვეთ. კერძოდ, 2022 წლამდე არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი 36 წლის წინ, 1986-ში გახდა. გამარჯვებულ გუნდს დაჯილდოების ცერემონიალზე მაშინაც უამრავი ფოტო გადაუღეს, რომელთა შორის...

როგორ შეიძლება კვარაზე ამის თქმა?..
ჩანაწერი

როგორ შეიძლება კვარაზე ამის თქმა?..

ზერელედ აზროვნებს ყველა, ვინც ფიქრობს, რომ მედია ფეხბურთის ჩემპიონატის ან ზოგადად ცხოვრებისეული პროცესების მსვლელობაზე გავლენას არ ახდენს. სასამართლო გარჩევებზე ხშირად მოქმედებს ის, თუ რას ამბობენ ტელევიზიაში, სისხლის სამართლის საქმეთა ვექილები სტრატეგიის შემუშავებისას პრესა-ტელევიზიის ფაქტორს ითვალისწინებენ და სიტყვებს დიდი სიფრთხილით არჩევენ. მათ კარგად იციან, რომ კარგია ეს თუ არა, საზოგადოებრივმა აზრმა საბოლოო გადაწყვეტილებაზე შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს....

ჩირო ფერარა: მე ვნახე მარადონა
ჩანაწერი

ჩირო ფერარა: მე ვნახე მარადონა

2020 წლის შემოდგომაზე ჩირო ფერარამ გამოსცა წიგნი „მე ვნახე დიეგო და ყველაფერი სწორედ ასე იყო”. წიგნში აღწერილია „ნაპოლის” ოქროს წლების ამბავი. ის ეძღვნებოდა დიეგო მარადონას, რომელიც იმხანად 60 წლისა სრულდებოდა — ეს მისი უკანასკნელი დაბადების დღე აღმოჩნდა. ერთი ხნის წინ ჩირო გაემგზავრა ბუენოს აირესს სადაც… კიდევ შეხვდა დიეგოს. ფერარა ხარდინ დე ბელა ვისტას სასაფლაოზე მივიდა....

დიეგო 62
ჩანაწერი

დიეგო 62

შაბათს, 29 ოქტომბერს, „ნაპოლი” „სასუოლოს” მასპინძლობს. ეს იქნება სერია A-ს მე-12 ტურის შეხვედრა რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი შეეცდება ყველა შეჯიბრებაში ერთად ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვოს. და კიდევ, ნეაპოლელი ფანებისთვის დღე იმით იქნება საგანგებო, რომ სტადიონზე მათი კერპის დიეგო მარადონას დაბადების დღეს აღნიშნავენ — დიდი არგენტინელი 62 წლის გახდებოდა. ამრიგად, „სასუოლოსთან” თამაშის წინ მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილი...

მე დავინახე კვარადონა
ჩანაწერი

მე დავინახე კვარადონა

ერთი წამით „ნაპოლისა” და „აიაქსის” შეხვედრას დავუბრუნდეთ. მე-13 წუთია, „ნაპოლი”, რომელიც უკვე 1:0-ს იგებს, იტალიისა და მთელი ევროპის თვალწინ დიდებულ შოუს დგამს. ხოლო ის, რაც ხსენებულ მე-13 წუთზე ხდება, მართალია  გოლით არ მთავრდება, მაგრამ საოცრებაა. მოდი, ერთად აღვიდგინოთ სურათი: კვარაცხელია ბურთს იღებს და გაზის პედალს აჭერს ფეხს. ის მეტოქეებს დიდ სისწრაფეზე იცილებს თავიდან. შემდეგ ის...

ვეტერანების ჩხუბი ნაპოლის გამო
ჩანაწერი

ვეტერანების ჩხუბი ნაპოლის გამო

„ნაპოლის” არაჩვეულებრივმა თამაშმა იტალიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ლუჩანო სპალეტისა და მისი გუნდის შესახებ ყველა კონტექსტში ლაპარაკობენ. მსჯელობაში ჩართული წარსულში ცნობილი თავდამსხმელი ანტონიო კასანო, რომელიც მკვახე გამონათქვამებით გამოირჩევა, დიეგო მარადონას დროინდელ „ნაპოლის” გადაწვდა და თქვა, რომ 1980-იანი წლების მიწურულს, ორგზის ჩემპიონ გუნდში უვარგისი ფეხბურთელები თამაშობდნენ. კასანოს აზრით მაშინ მარადონამ უბრალოდ სასწაული მოახდინა. ამ სიტყვებმა ნეაპოლური კლუბის...

ნაპოლიმ სასამართლო წააგო
ჩანაწერი

ნაპოლიმ სასამართლო წააგო

ქალაქ ნეაპოლის სასამართლომ დაადგინა, რომ ფეხბურთის კლუბ „ნაპოლის” აღარ აქვს უფლება დაამზადოს მაისურები დიეგო მარადონას გამოსახულებით. ამ საკითხთან დაკავშირებით ლეგენდარული არგენტინელის ხუთი მემკვიდრე ედავებოდა მავან სტეფანო ჩეჩის, რომელიც წარმოადგენს დუბაიში მდებარე ფირმას სახელწოდებით Diez Fze. სანამ საქმის არსში ცოტა უფრო მეტად გავერკვევით, ვთქვათ, ვინ არის სტეფანო ჩეჩი. ის გახლავთ ნეაპოლელი კაცი, რომელიც დიდი დიეგოს ფეხბურთელობის...

ბედის ანაბარა დატოვებული
ჩანაწერი

ბედის ანაბარა დატოვებული

დიეგო მარადონას სიკვდილის გამო შესაძლოა რამდენიმე ადამიანი 25 წლით ციხეში ჩაჯდეს. იმ მედიკოსების სასამართლო, რომელთაც ნაოპერაციევ ლეგენდას შინ ჯეროვნად ვერ უმკურნალეს, ზოგი წყაროს თანახმად ჯერ არ დანიშნულა, „სანი” კი წერს, რომ 2023 წლის ბოლოს გაიმართება. ლაპარაკია 8 კაცზე. პროკურატურის მტკიცებით მათ პაციენტი ფაქტობრივად ბედის ანაბარა დატოვეს. არგენტინული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა 2020 წლის...