„ჩიკაგო ბულსის“ შემტევმა მცველმა დემარ დეროზანმა NBA-ს ისტორიაში მოახერხა და ზედიზედ ორი დღის განმავლობაში სირენის თანხლებით გამარჯვების ბურთი ჩააგდო. ეს აქამდე არავის გაუკეთებია. დეროზანმა საკუთარ გუნდს 1 იანვარს გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსთან“ (108:106) მოაგებინა, ხოლო 2 იანვარს – „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ (120:119). „გამარჯვების მომტანი ბურთის ჩაგდება კარგია. განსაკუთრებით, თუ ეს სტუმრად ჩატარებულ მატჩში ხდება. თუმცა, ჯერ...
