ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ სიმონე ინძაგის „ინტერმა” დაამუხრუჭა. მას ორი ქულა თავისი ყოფილი ვარსკვლავის (2004-2013) სერბი დეიან სტანკოვიჩის „სამპდორიამ” დააკარგვინა — 0:0. 22-ე ტურის ეს შეხვედრა გენუაში, „ლუიჯი ფერარისის” სტადიონზე, იმავე მარასიზე (უბნის მიხედვით ასე ეძახიან) გაიმართა. იმ სანახაობიდან, რომელიც „ინტერმა” მოაწყო, ყველაზე თვალშისაცემი მისი ფეხბურთელების, ბელგიელი რომელუ ლუკაკუსა და ნიკოლო ბარელას წაჩხუბება იყო. რაღაცით [...]
