ჭდე: დავით კაჭარავა

Home დავით კაჭარავა
დავუშვათ მიწაზე მფრინავი ფიჯი!
ჩანაწერი

დავუშვათ მიწაზე მფრინავი ფიჯი!

… და გადამწყვეტი დღეც მოახლოვდა. 3 ოქტომბერს, საქართველო – ფიჯი შედგება. ეს იქნება ამ გუნდების მესამე მატჩი ამომავალი მზის ქვეყანაში მიმდინარე მსოფლიოს მეცხრე თასზე. გადავავლოთ თვალი განვლილ გზას: ფიჯელებმა ტურნირის სასტარტო მატჩში ავსტრალიის ნაკრებს დიდი ბრძოლა გაუმართეს, მაგრამ 21:39 დამარცხდნენ, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ უდიდესი სირცხვილი ჭამეს, როცა მათზე ობიექტურად სუსტ ურუგვაისთან 27:30 წააგეს. ამ...

საქართველოსთვის მსოფლიო ტოიოტაში იწყება
ჩანაწერი

საქართველოსთვის მსოფლიო ტოიოტაში იწყება

ორშაბათს, თბილისის დროით 14 საათსა და 15 წუთზე იაპონიის ქალაქ ტოიოტაში დაიწყება მატჩი უელსისა და საქართველოს ნაკრებთა შორის, რომლითაც დაიწყება ჩვენი ბორჯღალოსნების იაპონური თავგადასავალი. თქმაც არ უნდა, რომ ამ თამაშს მთელი საქართველო მოუთმენლად ელის. მოლოდინი დიდია. პროგნოზებისგან ყველა თავს იკავებს, მაგრამ იხტიბარსაც არავინ იტეხს – ერთი მხრივ, რატომაც არა, 2017-ის ნოემბერში ხომ უღირსად გაგვექცნენ „დრაკონები“,...

მსოფლიოს საქართველო
ჩანაწერი

მსოფლიოს საქართველო

მილტონ ჰეიგმა საქართველოს ნაკრების 31-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ეს ის 31 ბორჯღალოსანია, რომლებიც იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავს. ნაკრებში რომ მწვავე კონკურენცია იყო, იქიდანაც ჩანს, რომ გუნდს მიღმა აღმოჩნდა მრავალნაცადი მარცხენა ბურჯი კარლენ ასიეშვილი, რომელმაც შოტლანდიასთან წაგებულ მატჩში ქართველთა ერთადერთი ლელო მიითვალა. ასევე ვერ მიდიან იაპონიაში კვაჭი გიორგი ჭყოიძე და გარემარბი გიორგი აფციაური,...