არადა ითქვა, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს სწორედ დროებითი მწვრთნელით დაიწყებს… ამით ნამდვილად ვერავინ გაგვაოცებს. დროებითების მეტი რა გვყოლია. ზოგი სულაც ორჯერ (ვლადიმერ გუცაევი) ისეც ყოფილა, სამ დროებით მწვრთნელს ზედიზედ (ივო შუშაკი, მერაბ ჟორდანია, გოჩა ტყებუჩავა) წელიწადნახევარი უმართავს ნაკრები, მაგრამ ის სხვა იყო – ჩაგდებული ციკლები, ვადაზე ადრე მწვრთნელის გაშვებები თუ წასვლები და...
ჭდე: გოჩა ტყებუჩავა
ფახთაქორში კორონაა
შოთა არველაძის გაწვრთნილ ტაშკენტის „ფახთაქორში“ კორონავურისის ტესტებმა ხუთ ფეხბურთელს დადებითი პასუხი უჩვენა. ყველა კარანტინშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენმა ფეხბურთელებმა, თანამშრომლებმა და სამწვრთნელო შტაბმა დამატებითი ტესტირება გაიარეს, რომლის პასუხები ხვალისთვის იქნება ცნობილი. შოთას გარდა „ფახთაქორის“ სამწვრთნელო შტაბშია გოჩა ტყებუჩავა და ტყუპისცალი არჩილი. ტესტირება გაიარეს აგკმ-ს ფეხბურთელ-თანამშრომლებმაც, ვისთანაც ტაშკენტელებმა უზბეკეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი ითამაშეს. აგკმ-ს შემადგენლობაშიც ორი...
შოთა CHAMPION!!!
ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერია. შოთა არველაძემ ფეხბურთელის რანგში რამდენი მწვერვალი დალაშქრა, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ახლა შოთა სამწვრთნელო მწვერვალებს შეეჭიდა და აქაც არ არის სხვაზე ნაკლები. მისმა გაწვრთნილმა ტაშკენტის „ფახთაქორმა“უზბეკეთის ჩემპიონატის 20 შეხვედრა წაუგებლად განვლო და ოქროს მედლები 6 ტურით ადრე გაინაღდა. გადამწყვეტ შეხვედრაში შოთას შეგირდებმა ბეკობოლის „მეტალურგი“ დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ არველაძეს ასისტენტობას წარსულში საქართველოს ახალგაზრდული...


