შაბათს, თბილისის დროით 23 საათზე, ჩილეს ცნობილ ატლანტიკისპირა კურორტ ვინია დელ მარის სარაგბო სტადიონზე დაიწყება სამოას და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი. ეს იქნება ახალდაწყებული „მსოფლიო რაგბის“ ერთა თასის მეორე ტურის შეხვედრა და უნდა ითქვას, რომ ბორჯღალოსნები ისევე, როგორც ერთი კვირის წინ მონტევიდეოში, კვლავაც ფავორიტის როლს მოირგებენ. ჯერ ერთი – საქართველო რეიტინგში სამოაზე მნიშვნელოვნად მაღლა დგას,...
ჭდე: გიორგი შველიძე
შიოშვილმა ფრანგული ანგარიშიც გახსნა
გასულ უქმეებზე საფრანგეთისა და ინგლისის სარაგბო ჩემპიონატებში მორიგი ტური გაიმართა. ევროპის ამ უძლიერეს შიდა ტურნირებში 3 ქართული ლელო დაფიქსირდა: ერთი ტოპ 14-ში და ორიც – პრო დ2-ში. ტოპ 14 „ტულონის“ ახალი წლის დადგომამდე ლიდერთა შორის იყო, მაგრამ ბოლო 6 მატჩიდან 5-ის წაგების პირობებში ფრანგული რაგბის გრანდი ცხრილში მე-11 ადგილამდე ჩამოქვეითდა და რეგულარული სეზონის დასრულებამდე 6...
ამსტერდამში ერთი დებიუტანტით
საქართველოს ბორჯღალოსნები კვირას, 15 თებერვალს „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს გამართავენ. მარკო ბორტოლამის ბიჭები 16 საათზე ნიდერლანდების ნაკრებს შეერკინებიან, რომელმაც პირველ ტურში ესპანეთს ბრძოლა კი გაუმართა, მაგრამ მაინც დამარცხდა – 33:51. საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფის ლიდერია, რადგან პირველ ტურში უფრო დიდი სხვაობით იმარჯვა – შვეიცარია ივერდონში 54:3 დაამარცხა. ქართველთა 34-კაციანი გაფართოებული...
აშშ გაგვიძალიანდა…
რა თქმა უნდა, სარაგბო საზომებით აშშ არაა იტალია, მაგრამ ვფიქრობ, ბორჯღალოსნების მატჩი თუნდაც ამერიკელების წინააღმდეგ უფრო სოლიდურ აუდიტორიას იმსახურებს. ბათუმის „აჭარაბეთ არენის“ისედაც მოკრძალებული ტრიბუნები ნახევრად ცარიელი იყო და ამის ხილვა მეტად დამთრგუნველია, აღარაფერს ვიტყვით თავად მოთამაშეებზე, რომელთაც საანგარიშო მატჩის მსვლელობისას არაერთხელ დაჭირდა მინიმუმ ოდნავ მეტი ქომაგობის შეგრძნება. ასეა თუ ისე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა ნოემბრის...
ამერიკა რეიტინგისთვის გვჭირდება
შაბათს, 8 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტებს შეუდგება: 16 საათზე, ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ დაიწყება მატჩი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან და ეს იქნება ამ გუნდების მე-8 შეხვედრა. ქართველებს მინიმალური უპირატესობა აქვთ – 4 მოგება 3 მარცხის წილ. რიჩარდ კოკერილის ამჟამინდელ რაზმს სავსებით ხელეწიფება ამ უპირატესობის გაზრდა. ჯერ ერთი, საქართველო „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში მე-11 საფეხურზეა,...
ტონგასთან მესხზე
კვირას, 24 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2024 წლის ნოემბრის ტესტების სეზონს დაასრულებს. ბორჯღალოსანთა მეტოქე ტონგა იქნება – კარგად ნაცნობი ზღვისრეთული გუნდი. შეხსენებისთვის: რიჩარდ კოკერილის რაზმმა პირველი მატჩი ორი კვირის წინ მონპელიეში ახალი ზელანდიის XV-თან 13:31 წააგო პირველი ტაიმის 13:19 დათმობის შემდეგ. მომდევნო კვირას ბორჯღალოსნები უკვე გენუას ესტუმრნენ, სადაც იტალიის ნაკრებს პირველი ტაიმი 17:6 მოუგეს, მაგრამ...
სერგო, ვანო, თედო
საფრანგეთში ტოპ 14 დაიწყო – ევროპის უძლიერესი სარაგბო ჩემპიონატი. პრო დ2-ში კი მეორე ტური შედგა. მთავარ ლიგაში ვანო კარკაძემ და სერგო აბრამიშვილმა სეზონი ლელოებით გახსნეს, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტი დარტყმების შესრულება ამ ტურშიც გააგრძელა. ტოპ 14 გასულ უქმეებზე ორ ბორჯღალოსანს დებიუტი როგორც ახალ კლუბში ჰქონდა, ისე ზოგადად ტოპ 14-ში. ბურჯი გიორგი ახალაძე თავის „კლერმონს“ „პოს“...
37 ქართველი გასულ სეზონში
2023/2024 წლების სეზონი ქართველი მორაგბეებისთვის საბოლოო ჯამში წარუმატებელი აღმოჩნდა: ტოპ 14-ში „ვანი“ აღზევდა, რომლის შემადგენლობაში ქართველს უკვე მრავალი წელია არ უთამაშია. აღზევების შანსი ქართველებით სავსე „გრენობლსაც“ ჰქონდა, მაგრამ ალპელებმა ჯერ „ვანთან“ წააგეს ლიგის ფინალი, შემდეგ კი ტოპ 14-ის ბოლოსწინაადგილოსან „მონპელიესთან“ დათმეს გადასასვლელი პლეი-ოფი. ამასთან, ნასიონალ 1-ში სოსო ბეკოშვილისა და ლუკა აზარიაშვილის „რუანი“ დაქვეითდა და მის...
34 კაცით იაპონიასა და ავსტრალიაში
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თავკაცმა რიჩარდ კოკერილმა 34-კაციანი სია გამოაქვეყნა. ეს იმ 34 მორაგბის ჩამონათვალია, ვინც იაპონიასა და ავსტრალიაში ტესტ-მატჩებისთვის მოემზადება. გაფართოებულ რაზმში სერიოზული სიახლეებია. კოკერილმა 6 ისეთ მორაგბეს უხმო, ვისაც ნაკრების ბორჯღალიანი კვართი არასდროს მოურგია. ესენი არიან ბურჯი ლუკა გოგინავა და ახალგაზრდების მთელი წყება – მეორეხაზელი გურამ ეფრემიძე, მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი, შუამარბი გიორგი შველიძე...








