საბერძნეთის ეროვნული გუნდი თბილისში საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებისთვის ემზადება. ამ შეხვედრას ბერძნული პრესა ათწლეულის მატჩს უწოდებს. მისი გამარჯვებული ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე მოხვდება. საქართველომდე კი ბერძნებს ჰქონდათ ნახევარფინალი ყაზახეთთან, რომელიც შთამბეჭდავად მოიგეს – 5:0. ეს შეხვედრა საბერძნეთის გუნდმა მეტად ეფექტურად ჩაატარა, თუმცა საიტი sport24 მაინც გამოარჩევს ერთ ფეხბურთელს — „ოლიმპიაკოსის” 30 წლის მარჯვენა ნახევარმცველ-გარემარბ გიორგიოს მასურასს....
