ცნობა „მანჩესტერ სიტის“ ევროპული სარბიელიდან ორი წლით იზოლაციის შესახებ არა მხოლოდ ამ გუნდის ქომაგებისთვის, მთლიანად საფეხბურთო სამყაროსთვის შოკისმომგვრელი გამოდგა. ამ თემის ირგვლივ მსჯელობა არ წყდება და რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობაც არის. მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, საქმეში მყოფი თუ უკვე პენსიაზე გასული მწვრთნელები, ჟურნალისტები თუ ექსპერტები უეფას ვერდიქტს სხვადასხვაგვარად აფასებენ. მაგალითად, უეფას გადაწყვეტილებას სასაცილოს უწოდებს...
ჭდე: პეპ გვარდიოლა
ერთგული პეპი
მძიმე დროება დაუდგა „მანჩესტერ სიტის“. არა, ფინანსურად ქალაქელებს არც ახლა და არც უახლოეს მომავალში თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, ალბათ არაფერი ემუქრებათ, მაგრამ ფულის არასწორად დახარჯვის გამო კი გამოუწერეს დისკვალიფიკაცია. რა თქმა უნდა, უეფას მკაცრი ვერდიქტის შემდეგ უმალ დაირხა ხმები მწვრთნელი პეპ გვარდიოლა და წამყვანი ფეხბურთელები ასეთ ვითარებაში გუნდში დარჩენას არ ისურვებენ და ქუდს დაიხურავენო. ბრიტანულმა მედიამ...
გვარდიოლა იუვეშიო
„სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, შესაძლოა, „იუვენტუსი“ ჩაიბაროს. ბრიტანელები წერენ, ბებერი ქალბატონის პრეზიდენტ ანდრეა ანიელის სჯერა, რომ 49 წლის ესპანელს კლუბის ახალ, უფრო მაღალ დონეზე აყვანა შეუძლია. გასათვალისწინებელია, რომ პეპი იტალიურად შესანიშნავად საუბრობს და სერია A-ში, ბრეშაში, ნათამაშები აქვს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „იუვემ“ გვარდიოლას კონტრაქტი 2019 წელსაც შესთავაზა, მაგრამ მაშინ მან წინადადება არ მიიღო. ტურინელებმა იტალიის ჩემპიონატში ბოლო შეხვედრა „ვერონასთან“ (1:2) წააგეს, რის...
მესის გვარდიოლა…
ცოტა არ იყო სენსაციური ამბავი გაავრცელა ინგლისელმა კოლეგებმა: „მანჩესტერ სიტის“ ლეო მესის დამატება სურსო. გვარდიოლას გუნდი „ბარსელონაში“ არსებულ სიტუაციას აკვირდება და იმ შემთხვევაში თუ მესი გუნდიდან წასვლას მოინდომებს, მზად იქნება მყის მიიღოს. ისიც ითქვა, მანჩესტერელები მესის წელიწადში რეკორდულ 50 მილიონ გირვანქას გადაუხდიანო. მესის ბარსელონასთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება. ესპანელებმა მას ახალი წინადადებით მიმართეს, თუმც...
ლივერპულმა სასწრაფოდ უნდა წააგოს
პრემიერლიგაში ინტრიგა მოკლეს. იურგენ კლოპმა და ალბათ ისტორიაში ყველაზე დაბალასებულმა „ლივერპულმა“ ყველა მეტოქეს სკალპი ახადა და ახლა სტატისტიკასღა ებრძვის. სხვა რა დავარქვათ იმას, რაც ხდება? 16-ქულიანი ჰანდიკაპი „სიტისთან” და ერთი მატჩიც თადარიგში, 23 ტურში მოპოვებული 22 გამარჯვება და ერთადერთი ფრე… მერე? შეძლებს კლოპის გუნდი სეზონის 101 ქულით ჩამთავრებას და „სიტის“ 100-ქულიანი შედეგის გაუმჯობესებას? შეძლებს „ლივერპული“...
ეს არის ის?
„პირველად მას ელ პრატზე, „ნაიკის“ მაღაზიაში, მამასთან ერთად შევხვდი. პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მასზე უკვე ბევრი რამ მსმენოდა. ჩემი ყურადღება მაშინვე მიიქცია, როცა „ბარსელონაში“ ახალი მისული ვიყავი. მეუბნებოდნენ, რომ ის თავის გუნდში გამორჩეული იყო. შევხედე ამ ტანმორჩილ და მორცხვ ბიჭს და ჩემს თავს ვკითხე: „ეს არის ის, ვისზეც მეუბნებიან?”-ასე იხსენებს პეპ გვარდიოლა ლიონელ მესისთან პირველ...
პრემიერლიგის დიდი რვიანი
დიდი ლონდონური დაბრუნება. კლუბის ლეგენდა, საუკეთესო ბომბარდირი და თილისმა ფრენკ ლამპარდი „ჩელსის“ მესაჭე გახდა. ლამპარდი ფრენკ რაიკარდს, პეპ გვარდიოლას, ზინედინ ზიდანს და იმ სხვა ლეგენდებს შეუერთდა, რომლებმაც ის გუნდი ჩაიბარეს, სადაც ფეხბურთელობისას განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს. ვნახოთ, გაიმეორებს თუ არა იგივეს მწვრთნელის რანგში, თუმცა 40 წლის ინგლისელი…. ლამპარდს „არისტოკრატები“ ჯამაგირის სახით წელიწადში 5 მილიონ ევროს ჩაუჯიბავენ,...
მწვრთნელი, რომელიც ტირის
დასანანი იყო „აიაქსი“… რომ არა დამატებული დროისთვის დამატებული წუთი, ამსტერდამელები ფინალში იყვნენ და ვერავის დასცდებოდა, რომ დაუმსახურებლად. მერე უკვე „ტოტენჰემს“ შევიცოდებდით. ფინალში ლონდონელები გავიდნენ იმაზე არანაკლებ გიჟური ფეხბურთის ხარჯზე, ვიდრე ერთი დღით ადრე ვიხილეთ. კიდევ ერთი მსგავსება ორ განმეორებით ნახევარფინალს შორის: ერთმა მწვრთნელმა აშკარად დაჩაგრა მეორე. არავითარი ლუკას მოურა. მატჩის გმირი მაურიციო პოჩეტინოა. მოკლედ ვთქვათ,...
ვარდი: come on liverpool!
პრემიერლიგაში დიდი მატჩია, „ლესტერი“-„სიტი“. ეს შეხვედრა პეპ გვარდიოლას ბოლო საფიქრალი და „ლივერპულის“ ასევე ბოლო შანსია, შესწვდეს ჩემპიონობას. მანჩესტერელთა ფანები ყველაზე მეტად „ლესტერის“ საუკეთესო მეგოლე ჯეიმი ვარდის უფრთხიან. ჰოდა, აუჭრელეს კიდეც შეტყობინებებით სოციალური ქსელი ვარდის ფოტომოდელ თანამეცხედრე რებეკას. ერთმა პირდაპირაც კი სთხოვა: „შეგიძლია ისე გაახერხო, რომ ამაღამ ჯეიმიმ ტრავმა მიიღოს და „სიტისთან“ ვერ ითამაშოს?! ხომ იცი,...
ყველას გზა ტურინში მიდის?
იტალიური სერია ა-ს მორიგ ტურში „იუვენტუსმა“ რონალდუს გარეშე 4:1 დაარბია „უდინეზე“ და ზედიზედ მერვე სკუდეტოს კიდევ უფრო დაუახლოვდა. უახლოეს მდევარ „ნაპოლისთან“ სხვაობა 19 ქულამდე გაიზარდა. ტურინელთა ჩემპიონობა ნეაპოლელებსაც კი აღარ ეეჭვებათ, მაგრამ ანდრეა ანიელის მხოლოდ სკუდეტო ეცოტავება. ამან დაბადა ხმები, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის დაემშვიდობება. იტალიურმა მედიამ უკვე დაასახელა ანიელის სამიზნე...







