გერმანიამ ჰოლანდიაში 0:3 წააგო — ეს იყო ერთა ლიგის შაბათის ტურის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ანგარიში. ამ წაგების შედეგად A ლიგის პირველი ჯგუფის ცხრილში გერმანია 1 ქულით ბოლო ადგილზეა და თუ დავუშვებთ, რომ შეჯიბრება 19 ნოემბერს სწორედ ასე დასრულდება, გერმანელები B ლიგაში გავარდებიან. თუმცა, ჯერ მხოლოდ 2 ტურია გასული და თეორიულად იგივე შეიძლება მოუვიდეთ 3 ქულიან...
ჭდე: გერმანიის ნაკრები
მაღალპროცენტიანი სისულელე
მესუთ იოზილის მრჩეველი ერქუთ სოგუთი თითქოსდა ძველ, მაგრამ ჯერაც აქტუალურ თემას დაუბრუნდა — ფეხბურთელის ნაკრებიდან წასვლიდან რვა კვირის თავზე მან ჟურნალ 11Freunde-სთან ინტერვიუში თქვა: „მესუთი არაფერში შემცდარა. ყველაფერი სწორედაც ასე უნდა მომხდარიყო. როდესაც პრეზიდენტი შეხვედრას გთხოვს, ელემენტარული ეტიკეტის ამბავია, რომ მიხვიდე”. ძნელი მისახვედრი არ არის, რაზეა ლაპარაკი. საქმე ეხება მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი ხნით ადრე იოზილისა და...
ჩილიმი და გერმანიის ნაკრები
დღეს, მიუნხენში, გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცუდად გამოსვლის ანალიზს წარმოადგენს. 58 წლის სპეციალისტისთვის მთავარი ამოცანა ბუნდესმანშაფტის მიმართ ნდობისა ხელახალი გაღვივება და თავისი საფეხბურთო ფილოსოფიის გადახედვაა. ლიოვის თეორია ბურთის ფლობის პრინციპს ემყარება. „შპორტ ბილდი” ელის, რომ მწვრთნელის მოხსენებაში იქნება ასეთი თემაც: ფეხბურთელების ყოფაქცევა სამხრეთ ტიროლისა და ვატუტინკის საწვრთნელ ბაზებზე. გამოცემა წერს, რომ ნაკრების...
კრიტიკა კანალიზაციის სუნით
მესუთ იოზილის გერმანიის ნაკრებიდან ხმაურიანი წასვლის ამბავი იოლად რომ არ ჩაცხრებოდა ძნელი მისახვედრი არ იყო. „ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა 29 წლის ნახევარმცველზე დაურიდებლად თქვა „ეგ უკვე ბევრი წელია რაც მძ…იაო”. ახლა იმის შეხსენებას აღარ დავიწყებთ, რომ იოზილი წარმოშობით თურქია, რომელმაც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ფოტო გადაიღო და ამას გერმანიაში დიდი სკანდალი მოჰყვა. ჰიონესმა, რომელიც 1974...
იოზილმა ნაკრების კარი გაიჯახუნა
მესუთ იოზილმა გერმანიის საფეხბურთო კავშირს რასიზმში დასდო ბრალი და ნაკრებიდან წავიდა. „არსენალის” 29 წლის ვარსკვლავი ამბობს, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ფოტოს გადაღების გამო მას დაუნდობლად მოეპყრნენ. მოგეხსენებათ, თურქული წარმოშობის იოზილს ერდოღანთან ფოტოს გადაღება პოლიტიკურ აქციად ჩაუთვალეს, ფეხბურთელმა კი განაცხადა, რომ მისი მხრიდან ეს იყო ისტორიული სამშობლოს პატივისცემა და მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა კერძოდ ვინ...
იოზილი და პრეზიდენტი
გეხსომებათ რა ამბავი ატყდა გერმანიაში, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ თურქული წარმოშობის ორმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა და ილქაი გუინდოგანმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ფოტო გადაიღო. გერმანელებმა ეს თავიანთი ქვეყნის უპატივცემულობად აღიქვეს და ისეთი სკანდალი აგორდა, რომ გუნდის მომზადებასაც კი დაასვა დაღი. გუინდოგანმა მალევე გამოაქვეყნა წერილი, სადაც გერმანელ ერს სიყვარულში გამოუტყდა, იოზილი კი აქამდე კრინტს არ ძრავდა...
სანემ გაიგო და გაუგო
როგორ ახერხებენ გულში ბოღმის ჩადების ნაცვლად კეთილგანწყობის შენარჩუნებას? 22 წლის გერმანელი ფეხბურთელის ლეროი სანეს ამბავს მოგახსენებთ, რომლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არ-წაყვანა სამშობლოში ბუნდესმანშაფტის მწვრთნელის იოაჰიმ ლიოვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნიათ. ყოველ შემთხვევაში, როდესაც გაირკვა, რომ ლიოვი სანეს ტოვებდა, გერმანიაში დიდი კამათი ატყდა. და აი, უჩვეულო ამბავი: ლეროი სანე თავად ამბობს, რომ მას ესმის, თუ რატომ...
ვფიქრობ, იოზილზე უარი უნდა გვეთქვა
გერმანიის ნაკრების დირექტორმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ოლივერ ბირჰოფმა მესუთ იოზილის შესახებ ილაპარაკა. მან გაიხსენა იოზილისა და ილქაი გუინდოგანის მიერ თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გადაღებული ფოტო და თქვა, ვინ იცის იოზილის გუნდიდან გაშვება გვიჯობდაო. „ჩვენ გერმანიის ნაკრებში არავის არაფერს ვაძალებთ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ ადამიანი კონკრეტულ დასკვნამდე მივიყვანოთ. სამწუხაროდ მესუთთან ეს არ გამოგვივიდა. ამიტომაც ვფიქრობ, იქნებ ჯობდა...
გერმანელებს გამარჯვება აღარ სწყუროდათ
„როდესაც თამაშის წინ ჩვენმა მწვრთნელმა ტაე იონგ შინმა დავალების მოსაცემად ოთახში შეგვკრიბა გვითხრა, რომ გერმანელ ფეხბურთელებს ცხვირები აქვთ აწეული, ისინი ამპარტავნები არიან, უკვე ყველაფერი აქვთ მოგებული და გულის სიღრმეში აღარაფრის მოგება არ უნდათ. გერმანიას წარმატება აღარ სწყურია!”, — იგონებს 29 წლის კორეელი ჯა ჩოელ კოო „ბილდთან” ინტერვიუში. გამოცემა წერს, რომ კოოსთვის აუტსაიდერობა კარგად ნაცნობი შეგრძნებაა....
გერმანულ ფეხბურთში განათლების დეფიციტია
გერმანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ბერტი ფოგტსი თანამემამულეებს მდგომარეობიდან გამოსვლის არატრადიციულ ხერხს სთავაზობს. „რაინიშე პოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში ფოგტსმა თქვა: „დღეს მკვეთრი გადაწყვეტილების მიღებას აზრი არ აქვს. აჯობებს ექსპერტების აზრი მოვისმინოთ. რატომ არ უნდა მოვიწვიოთ საფეხბურთო კავშირის ოფისში იურგენ კლოპი, დავიდ ვაგნერი, გერონტ რორი და სხვები, რათა მათ იმსჯელონ და თავიანთი აზრი გამოთქვან?” ფოგტსი, რომელმაც ბუნდესნაკრები 1996...









