მერე რა, რომ დენიელ სტარიჯი „ტრაბზონსფორში” გადავიდა და კვირას თურქეთის ჩემპიონატში დებიუტიც ჰქონდა — ტრაპიზონის გუნდმა „გენჩლერბირლიგისთან” 2:2 ითამაშა — ინგლისელებმა ის შეიძლება მაინც დასაჯონ. საქმე ის არის, რომ ინგლისიდან წასულმა სტარიჯმა კუდად 75 000 გირვანქის ტოლი ჯარიმა და ექვსკვირიანი დისკვალიფიკაცია გაიყოლა. მიზეზი: ტოტალიზატორის შესახებ კანონის დარღვევა. კერძოდ, დამტკიცდა, რომ 2018 წლის იანვარში სტარიჯმა თავის...
