პრემიერლიგა დაიწყო! „არსენალმა” აჩვენა, რომ სხვა გუნდია და იმას, რაც ერთი წლის წინ, გასული სეზონის პირველ ტურში დაემართა, აღარ გაიმეორებს. შარშან, 13 აგვისტოს „მეთოფეებმა” ბრენტფორდში 0:2 წააგეს. ამჯერად, სტუმრად, „კრისტალ პალასს” პირველი გოლი გაბრიელ მარტინელიმ გაუტანა, მეორე კი მარკ გუეიმ 85-ე წუთზე თავის კარში შეაგდო. გულახდილად რომ ვთქვათ, მიკელ არტეტას გუნდს საჩემპიონო თამაში ნამდვილად არ უჩვენებია,...
ჭდე: გაბრიელ ჟესუსი
ამხანაგური მაინც ამხანაგურია
„არსენალის” მწვრთნელმა მიკელ არტეტამ თავისი ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ შესანიშნავი სეზონისწინა შედეგების მიუხედავად, სამუშაო კიდევ ბევრი აქვთ. „მეთოფეებმა” „ჩელსის” 4:0 მოუგეს. ეს ოთხ საკონტროლო შეხვედრაში მეოთხე გამარჯვება გახლდათ. ჩრდილო ლონდონელებს დარჩათ ორი ამხანაგური შეხვედრა, „ბრენტფორდთან” და „სევილიასთან”, 5 აგვისტოს კი „კრისტალ პალასთან” სტუმრობით გუნდი პრემიერლიგას იწყებს. „ჩელსის” კარში პირველი გოლი ახალწვეულმა გაბრიელ ჟესუსმა გაიტანა. შემდეგ, მარტინ...
უკრაინელმა გრძნობა ვერ მოთოკა
ოლექსანდრ ზინჩენკოს თვალზე სიხარულის ცრემლი მოსდგომია — ის ბავშვობის საყვარელ კლუბში „არსენალში” გადავიდა. „მეთოფეებმა” 25 წლის უკრაინელი „მანჩესტერ სიტისგან” 32 მილიონ გირვანქად იყიდეს. კონტრაქტი ოთხწლიანია, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ზინჩენკომ სამედიცინო შემოწმება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორლანდოში გაიარა და ახალ თანაგუნდელებს სეზონისწინა შეკრებაზე იქვე შეუერთდა. ჯერ არ არის ცნობილი, თუ რა ნომრით ითამაშებს მარცხენა მცველი...
ახალი მეთოფე
ლონდონის „არსენალმა“ ოფიციალურად წარადგინა ბრაზილიელი ახალწვეული, „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ვარსკვლავი გაბრიელ ჟეზუსი. გაბრიელი მეთოფეებს 45 მილიონი გირვანქა დაუჯდათ. ის მე-9 ნომრთ ითამაშებს, რომელიც მანამდე ამ ზაფხულს „ლიონში“ დაბრუნებულ ფრანგ ალეკასანდრ ლაკაზეტს ეკუთვნოდა. ჟეზუსმა „სიტის“ მაისურით ხუთწელიწადნახევარს ითამაშა.
ლეგენდების პარადი
ჯეკ გრილიში ლუდს შეექცეოდა, პეპ გვარდიოლა კი მსხვილ სიგარას აბოლებდა… „მანჩესტერ სიტიმ” ქალაქში ღია ავტობუსით ჩაიარა. პრემიერლიგის ჩემპიონს ქუჩებში ათეულობით ათასი გულშემატკივარი ესალმებოდა. პეპი და კომპანია ბოლო ხუთ სეზონში მეოთხედ გახდნენ ჩემპიონები. ტიტული მათ ოფიციალურად ბოლო ტურში, „ასტონ ვილასთან” დრამატულ საშინაო შეხვედრაში გაიფორმეს. 0:2-ს აგებდნენ და 3:2 მოიგეს. მანჩესტერის ქუჩებში ავტობუსით გამოსული ფეხბურთელები ფანებს შამპანურით...
სუპერკლასიკო ჟესუსის გარეშე
„კოპა ამერიკის“ ფინალში სამხრეთ ამერიკული კლასიკო იქნება – ბრაზილია vs არგენტინა. გადამწყვეტი მატჩის წინ ორივე გუნდი დამშეულია ბრაზილიას 2007 წლის შემდეგ არ მოუგია, ხოლო არგენტინა 1993 წლიდან მოყოლებული ცდილობს კონტინენტზე საუკეთესო გახდეს. „კოპა ამერიკის“ მოგება ასევე აუხდენელი ოცნებაა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ლეო მესისთვის. ახლა იქნებ ეს ბოლო შანსი იყოს. მესიმ კოლუმბიასთან ნახევარფინალურ მატჩში...
სიტი ხმაურიან ნაბიჯს დგამს
„მანჩესტერ სიტი” „ტოტენჰემს” ჰარი კეინში რაჰიმ სტერლინგსა და გაბრიელ ჟესუსს უცვლის. ეს მხოლოდ ერთს შეიძლება ნიშნავდეს — პრემიერლიგის ჩემპიონს იმდენად სურს თანაქალაქელი მოქიშპის „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჩემპიონთა ლიგის მფლობელის „ჩელსის” ხახამშრალი დატოვება, რომ მზად არის ორი წამყვანი ფეხბურთელი დათმოს. მას მერე, რაც 27 წლის კეინმა „სფურზის” ხელმძღვანელებს გამოუცხადა, რომ სხვა კლუბში სურს გადასვლა, მასთან დაკავშირებით...
კორონამ პრემიერლიგაში თამაში გადადო
დღეს „ევერტონისა” და „მანჩესტერ სიტის” თამაში არ ჩატარდება. მიზეზი: პეპ გვარდიოლას ნახევარი გუნდი covid 19-ით ჰყავს ავად. როგორც გაირკვა, კაილი უოქერისა და გაბრიელ ჟესუსის დაავადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვირუსი სულ მცირე კიდევ სამ ფეხბურთელს და კლუბის ორ თანამშრომელს გადაედო. „სიტის” შეფები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი მათ კლუბში ლონდონში გავრცელდა, სადაც გასულ კვირაში, „კარაბაოს თასზე”, „არსენალთან” სათამაშოდ...
გვარდიოლამ სტილი დაინახა
მესი? არგენტინელის დამატება, რასაკვირველია, დიდებული იქნებოდა, მაგრამ „მანჩესტერ სიტის” სეზონის პირველ შეხვედრაში არაფერი ეტყობოდა, რომ მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი ვერ იყიდა და ამის გამო თამაშის ხარისხი ჩაუვარდა. და „ქალაქელთა” აღმაფრენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ ფილ ფოდენი, რომელიც მესის „ეტიჰედზე” გადასვლის შემთხვევაში სათადარიგო გახდებოდა. 20 წლის ფეხბურთელმა გულშემატკივარს დაავიწყა ის სკანდალი, რომელშიც ინგლისის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე...
გვარდიოლა ქეიფში მარტო წავიდა
შარშან ამ დროს პეპ გვარდიოლა გაბრაზდა. მიზეზი: „სიტის” მანჩესტერის Great Northern Warehouse-ში (ჩრდილოეთის დიდი საწყობი — თბილისური „ფაბრიკის” ტიპის გასართობი ცენტრი, რომელიც ადრე მართლა საწყობი იყო) საკლუბო ქეიფი ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთელებმა იქ რომ მოათავეს, ახლომახლო ბარებს მოედნენ და გადააბეს. ამას მოჰყვა მეორე დღეს, ვარჯიშზე, ნაბახუსევ მოთამაშეთა დასიებული სახეები და ორი მარცხი — მალევე „კრისტალ პალასთან”,...








