22 წლის ადილ ბულბინას ალჟირელი გულშემატკივრისთვის ბედნიერების მოსატანად ექვსი წუთი ეყო. ის მოედანზე 113-ე წუთზე შევიდა და ბურთს სულ ერთხელ შეეხო. ეს ერთადერთი შეხება გოლი გამოდგა, რომელმაც „უდაბნოს მეომრები’’ აფრიკის ერთა თასის მეოთხედფინალში გაიყვანა. ყატარული „ალ-დუჰაილის’’ გარემარბმა საჯარიმოს კიდიდან მარჯვენა ფეხით ძლიერად დაარტყა და კონგოს ნაკრების კარში გოლი შეაგდო. ამ დროს უკვე დამატებითი დროის ბოლოსწინა...
