ჭდე: ბულგარეთის ნაკრები

Home ბულგარეთის ნაკრები
აქ, სალაპარაკო არაფერია: საქართველოს უნდა მოვუგოთ!
ჩანაწერი

აქ, სალაპარაკო არაფერია: საქართველოს უნდა მოვუგოთ!

„ერთა ლიგის” C დონის მე-4 ჯგუფის შეხვედრაში ბულგარეთის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და ვერ მოუგო — 1:1. შეგახსენებთ, რომ ეს საქართველოს ნაკრების ჯგუფია. ვილი სანიოლის გუნდს 5 ივნისს სწორედ ბულგარელებთან უწევს სტუმრობა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრის შემდეგ ბულგარელების 53 წლის მწვრთნელმა იასენ პეტროვმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. გთავაზობთ მის კომენტარს ორი გამოცემის, 24 Часа-ს და 7 sport-ის ვერსიით....

მაკედონიელთა მწვრთნელისთვის მეორე ტაიმი სრულყოფილი იყო
ჩანაწერი

მაკედონიელთა მწვრთნელისთვის მეორე ტაიმი სრულყოფილი იყო

საქართველოს ნაკრების თანაჯგუფელებმა, ბულგარეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებმა 1:1 ითამაშეს. ეს გახლდათ ერთა ლიგის C დონის მე-4 ჯგუფის შეხვედრა. „ლომებმა” — ასე ეძახიან ბულგარელები თავიანთ საფეხბურთო ნაკრებს — რაზგრადის „ჰუვეფარმა არენაზე” ანგარიში  მე-13 წუთზევე გახსნეს, მაგრამ მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე სტუმრებმა გაათანაბრეს. გთავაზობთ, ბულგარული „7 სპორტის” დანახულ თამაშს: „შეხვედრის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა ხელსაყრელი მომენტი შექმნა...

უეფამ ბულგარეთში სტადიონი დაცალა
ჩანაწერი

უეფამ ბულგარეთში სტადიონი დაცალა

14 ოქტომბერს, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო მატჩში, ბულგარეთის ნაკრები სოფიაში ინგლისთან ხომ განადგურდა და მეტიც, – გაწბილებული ბულგარელ ქომაგებზე მეტად, მიუხედავად შთამბეჭდავი გამარჯვებისა (6:0), ეს მატჩი ინგლისელი ფეხბურთელების მეხსიერებაში უარყოფითი კუთხით, ალბათ, დიდხანს შემორჩება. ტრიბუნაზე, ადგილობრივ ქომაგთა საშინელი ქცევის გამო, რაც სტუმარი ფეხბურთელების მისამართით რასისტულ გამოხდომებში გამოიხატებოდა, პირველ ტაიმში მატჩი ორჯერ შეწყდა. არბიტრს შეხვედრის საერთოდ შეწყვეტის...

პასუხი ტაბლოზე ეწერა
ჩანაწერი

პასუხი ტაბლოზე ეწერა

ბულგარელი ხულიგანი ფანები შავკანიან ინგლისელ ფეხბურთელებს მთელი მატჩის განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებდნენ, მაგრამ ბოლოს სტადიონიდან გაიძურწნენ. გაძურწვის მიზეზი ტაბლოზე ეწერა: 0:6! ფერადკანიანთაგან გოლები გაიტანეს მარკუს რეშფორდმა და რაჰიმ სტერლინგმა, დაცვაში კი ტაირომ მინგსს შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა. სტერლინგმა ორჯერ შეაგდო. დანარჩენი სამი გოლიდან ორი როს ბარკლიმ გაიტანა, ხოლო ერთი ჰარი კეინმა. როდესაც ერთი ნაკრები მეორეს მისავე დედაქალაქში...