უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მასტერსის ბოლო დღეს საქართველოს დელეგაციამ ყველა სინჯის მედალი მოიპოვა – ოქრო, ვერცხლი და ორი ბრინჯაო. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გარანტირებული ორი მედალი გვქონდა, რადგან, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ამჯერადაც ერთმანეთს ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე შეხვდნენ. დაძაბულ ბრძოლაში ბექაურმა გაფრთხილებების ხარჯზე იმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში წაგების გამო რევანში აიღო. ფინალამდე...
