Breaking News

ბრუნო ლაბადია

შევჩენკოს შემცვლელები მოუძებნეს

45 წლის უკრაინელი სპეციალისტი ანდრეი შევჩენკო ორი თვეა რაც იტალიური „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელია, მაგრამ უახლოეს ხანში შესაძლოა გაათავისუფლონ. მიზეზი? გუნდის ცუდი შედეგებია. არადა, კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. გენუელებს გამარჯვების გემო დაავიწყდათ, 12 ქულით სერია A-ს ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე დგანან და საშველიც არ ჩანს. გუშინ, 10 იანვარს, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შევჩენკოს ჯერჯერობით გააგრძელებინონ მუშაობა, თუმცა…

Read more

ჰერტა უთავო დარჩა

ბერლინის „ჰერტამ“ მთავარ მწვრთნელ ბრუნო ლაბადიას კარისკენ მიუთითა. მასთან ერთად დროებით უმუშევართა რიგებში გადაინაცვლა კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ პრეეცმა. მის ფუნქციებს დროებით არნე ფრიდრიხი შეასრულებს. გადაწყვეტილება შაბათის მატჩმა დააჩქარა, რომელშიც ბერლინელები „ვერდერთან“ 1:4 განადგურდნენ. ბუნდესლიგის 18 ტურის შემდეგ „ჰერტას“ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.  

Read more

გასახდელში ბოთლი ისროლეს

ბრაზილიელი მათეუს კუნია „ჰერტაში” ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ის 21 წლისაა, თავდამსხმელია და ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით თამაშის მოგება შეუძლია. თუმცა, მას, როგორც ბევრს ბრაზილიელს, ხასიათის ცვალებადობა ახასიათებს. სტაბილური არ არის, რასაც გერმანიაში მაინცდამაინც არ მისალმებიან. „ჰერტას” მწვრთნელზე, ბრუნო ლაბადიაზე, კუნიას ასეთი ქცევა ეტყობა ძალიან მოქმედებს. ერთი მხრივ მას ფორვარდის თამაში მოსწონს და მისგან ბევრს ელის, მეორე…

Read more

პირველი კოცნა

„მანჩესტერ სიტიში” ნათამაშებ დედრიკ ბოიატას covid 19 სულ დაავიწყდა, გავარდა და თანაგუნდელს აკოცა. ფეხბურთელი, რომელსაც ბოიატამ აკოცა, არის მარკო გრუჯიჩი. ის „ლივერპულის” საკუთრებაა, მაგრამ მერსისაიდელები იჯარით სულ სხვადასხვა გუნდებში უშვებენ. და მაინც, თუ ამ კოცნის გამო განახლებულ ბუნდესლიგაში კორონავირუსი გავრცელდება, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გერმანელებს ქვეყნის ჩემპიონატში პრემიერლიგის კლასტერი ჰქონიათ. ბოიატას და გრუჯიჩის „ჰერტამ” განახლებული ბუნდესლიგის…

Read more