ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია ექვს ინგლისურ კლუბს ებრძვის. ის მათგან კარს მომდგარი შესარჩევი მატჩებისთვის 9 ფეხბურთელის გათავისუფლებას ითხოვს. პრემიერლიგის კლუბები გასულ კვირას არაოფიციალურად შეთანხმდნენ, რომ სანაკრებო შეკრებებზე არ გაუშვებენ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც covid 19-ის რუკაზე წითელ ზონაში მყოფი ქვეყნებიდან არიან. მიზეზი: ბრიტანეთში რომ დაბრუნდებიან, მათ ათდღიან კარანტინში მოუწევთ ჩაკეტვა და ჩემპიონთა ლიგის თამაშებს გამოტოვებენ. ბრაზილიის ნაკრებს...
