ერთი თვეც არ გასულა მას მერე, რაც არგენტინელი მარსელო ბიელსა „ლიდს იუნაიტედის“ მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს და აი, ის უკვე ახალ სამსახურში აჰყავთ — 66 წლის სპეციალისტი, რომელსაც თვით პეპ გვარდიოლა მიიჩნევს თავის მენტორად და გურუდ, ბოლივიის ნაკრებს სურს. არადა, ბიელსა „ლიდსმა“ ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ გაუშვა. ამ უიღბლო პერიოდის გამო გუნდი სახიფათოდ მიუახლოვდა გასავარდნთა ზონას....
