ჭდე: ბილბაო

Home ბილბაო
პედრისა და მესის შოუ
ჩანაწერი

პედრისა და მესის შოუ

კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ბარსელონას” მიმდინარე სეზონში ასე კარგად არ უთამაშია — „ბლაუგრანამ” „სან მამესზე” „ბილბაოს” 3:2 მოუგო. შოუს მთავარი გმირები პედრი და ლეო მესი იყვნენ. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს — ინიაკი უილიამსმა მე-3 წუთზე გაიტანა, თუმცა მეთხუთმეტეზე პედრიმ გაქვითა. შესვენებამდე 7 წუთით ადრე „ბარსა” მესიმ” გაიყვანა წინ. ამ ეპიზოდში მესის დარტყმაზე არანაკლებ ეფექტური იყო პედრის მიერ...

ბარსას კოვიდმა შეუტია
ჩანაწერი

ბარსას კოვიდმა შეუტია

„ბარსელონამ” სამშაბათს ვარჯიში გააუქმა. მიზეზი: სტაფის ორ წევრს კორონავირუსი აღმოაჩნდა. გადაიდო რონალდ კუმანის პრეს-კონფერენციაც, რომელიც 1 საათზე იყო დანიშნული. კატალონიური კლუბის მთელი შემადგენლობა, ფეხბურთელებიან-მოსამსახურეებიანად დამატებითი PCR ტესტების ჩასატარებლად წაიყვანეს. „ბარსას” ოფიციალურ განცხადებაში წერია: „ორშაბათს ჩატარებული PCR ტესტების შედეგად გაირკვა, რომ პირველი გუნდის სტაფის ორ წევრს covid 19 სჭირს. ამის შესახებ კლუბმა დაუყოვნებლივ შეატყობინა სპორტულ და...

ჩანაწერი

ზიდანი: ის ყველა დროის საუკეთესო ფრანგი თავდამსხმელია

ქარიმ ბენზემამ მე-13 წუთიდან ათი კაცით დარჩენილ „ბილბაოს” ორი გოლი გაუტანა და გადამწყვეტი როლი ითამაშა „რეალის” გამარჯვებაში — 3:1. ახლა მადრიდელებს 26 ქულა აქვთ და ლიდერების, „სოსიედადისა” და „ატლეტიკოს” ტოლად არიან, თუმცა „ატლეტიკოს” ორი მატჩი მარაგში აქვს. „რეალმა” მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა, თუმც, როგორც მოგახსენეთ, თავიდანვე რიცხობრივ უპირატესობაში აღმოჩნდა — 34 წლის რაულ გარსიამ 13...

ისევ რეალი, ისევ რამოსი, ისევ ჩივილი
ჩანაწერი

ისევ რეალი, ისევ რამოსი, ისევ ჩივილი

„რეალმა” ისევ მოიგო; ისევ სერხიო რამოსის პენალტით. ესპანეთში, „ბარსელონას” მხარდამჭერმა მედიამ ისევ ჩივილი დაიწყო. მსაჯმა გონსალეს გონსალესმა პენალტი VAR-ის მითითებით დანიშნა. ანუ, ვიდეორეფერი რომ არა, არბიტრი ამ ეპიზოდს ალბათ შეუმჩნეველს დატოვებდა, მაგრამ მონიტორზე გადამოწმების შემდეგ ხელი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა: დანი გარსიამ მარსელო წააქცია. სერხიო რამოსმა მორიგი გოლი შეაგდო. კატალონიური პრესა კი ჩივის, რომ რამდენიმე წუთის...

ბარსელონამ თავისი მოიგო
ჩანაწერი

ბარსელონამ თავისი მოიგო

„ბარსელონამ” იცოდა, რომ უნდა მოეგო. მან ასევე უნდა მოიგოს ყველა დარჩენილი შეხვედრა, რათა ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნოს, ხოლო იმისათვის, რომ ჩემპიონი გახდეს, „რეალსაც” უნდა დაუცდეს სადმე ფეხი. „ბილბაოსთან” კატალონიელები უფრო ცოცხლად თამაშობდნენ ვიდრე „სევილიასთან”, რომელსაც ვერ მოუგეს (0:0), თუმცა იმდენი საგოლე მომენტი კარგ ფორმაში ყოფნისას რომ სჩვევიათ, ვერ შექმნეს. შესვენების შემდეგ კიკე სეტიენმა არტურის ნაცვლად მოედანზე...

რეალი ყველაფერს აპროტესტებს
ჩანაწერი

რეალი ყველაფერს აპროტესტებს

მადრიდის რეალი ყველაფრით უკმაყოფილოა. დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით, სადაც „სამეფო კლუბი“ განმეორებითი მატჩის ჩატარება „მან. სიტისთან“ ნეიტრალურ მოედანზე სურს. მადრიდელებს აგვისტოში ინგლისში გაფრენა არ სურთ და მიზეზად „ნისლიან ალბიონზე“ ცუდი ეპიდემიური გარემო მოჰყავთ. კლუბის ხელმძღვანელობა ამ მოთხოვნას ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ჯანმრთელობის დაცვით ხსნის. 26 თებერვალს „რეალი“ შინაურ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „სიტისთან“ 1:2 დამარცხდა. მეორე პროტესტი ლა ლიგას...

კიკე: ჭკვიანი კაცია პიკე!
ჩანაწერი

კიკე: ჭკვიანი კაცია პიკე!

დღეს შუაღამისას ანუ საქართველოსთვის ფორმალურად უკვე ხვალ, „ბარსელონა” „ბილბაოს” უმასპინძლებს. „ბარსა” პირველ ადგილზე აღარ არის. იმის გამო, რომ პარასკევს „სევილიას” ვერ მოუგო (0:0), ინიციატივა „რეალს” გადააბარა, მადრიდის გუნდმა კი თავის წილ „რეალ სოსიედადს” 2:1 სძლია და გალიდერდა. „რეალის” და „სოსიედადის” შეხვედრამ, როგორც ვწერდით, კამათი გამოიწვია. დღევანდელი მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე „ბლაუგრანას” თავკაცმა კიკე სეტიენმა თქვა: „არის რაღაცები,...

შანსი: ევრო 2021 საქართველოში
ჩანაწერი

შანსი: ევრო 2021 საქართველოში

კორონავირუსის პანდემიას ჯერ არ გადაუვლია და მის შედეგებს უკვე ვიმკით. ევრო 2020 გადაიდო და 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ევროპის 12 ქვეყნის 12 სტადიონზე გაიმართება. თუმცა, პრობლემა აქაც გაჩნდა. იტალიისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციებში ეჭვობენ, რომ შესაბამისად რომისა და ბილბაოს სტადიონები ვერ შეძლებენ ევროპირველობის მიღებას. პანდემია იქით იყოს და ამ არენებზე დიდი ხნით ადრე...

ბასკები VS ბასკები
ჩანაწერი

ბასკები VS ბასკები

პირველად ესპანური ფეხბურთის ისტორიაში, სამეფო თასის ფინალში ერთმანეთს „რეალ სოსიედადი” და „ბილბაო” შეხვდებიან. თამაშს 18 აპრილს ქალაქი სევილია, ”ესტადიო დე ლა კარტუხა” უმასპინძლებს. დავაზუსტოთ (თუმცა, შეიძლება დავიბნეთ): ორი ბასკური კლუბი ფინალში ადრეც შეხვედრია ერთმანეთს. სამი შემთხვევა იყო ასეთი. 1910 წელს „ბილბაომ” „ბასკონია სპორტინგ კლაბს” (იმავე „რეალ სოსიედადს”) მოუგო 1:0; 1913 წელს ირუნის „რასინგმა” 1:0 აჯობა ზემოხსენებულ...

ძმაკაცები
ჩანაწერი

ძმაკაცები

რობერტო სოლდადოსა და არიც ადურისის შემთხვევა გვარწმუნებს, რომ ფეხბურთი ის სპორტია, სადაც შესაძლოა ცხოვრებისეული მეგობარი გაიჩინო. მათი ძმაკაცობაც „მესტალიაზე“ დაიწყო… ისინი ერთმანეთს 2010 წელს, „ვალენსიაში“ თამაშის პერიოდში შეხვდნენ და გვერდი-გვერდ კიდევ 2 წელიწადი ითამაშეს.  ორი წლის განმავლობაში, ერთად ღამურებისთვის 75 გოლი გაიტანეს და წარმატებასაც ჩახუტებულები მუდამ ერთად ზეიმობდნენ. სავარაუდოდ, 34 წლის სოლდადო „გრანადაში“ კარიერის ბოლო...