ჭდე: ბილბაო

Home ბილბაო
ლაპორტას მეორე ეპოქა თასით იწყება
ჩანაწერი

ლაპორტას მეორე ეპოქა თასით იწყება

თუკი გასულ უქმეებზე „ბარსელონა” გაწბილდა, ეს უქმეები მისთვის ტრიუმფალური იყო. ახლა, სევილიაში სათასო წარმატებით „გადატვირთული” გუნდი ლა ლიგის მწვერვალს სულ სხვა ჟინით შეუტევს. „ბარსელონამ” ესპანეთის სამეფო თასი ოცდამეთერთმეტედ მოიგო. მოპოვებული თასების რაოდენობით ის ისედაც რეკორდსმენი იყო — მდევარ „ბილბაოს”, სწორედ გუშინდელ მეტოქეს, ეს ჯილდო ოცდასამჯერ აქვს აღმართული. და ეს იყო „ბარსას” პირველი ტიტული მას მერე, რაც...

კუმანის მომავალს საფრთხე ემუქრება?
ჩანაწერი

კუმანის მომავალს საფრთხე ემუქრება?

ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ თუ „ბარსელონა” „ბილბაოს” ფინალში ვერ მოუგებს და „სამეფო თასს” ვერ აღმართავს, რონალდ კუმანს თანამდებობიდან მოხსნიან. თავად კუმანი, ასეთი ცნობების გამოჩენამ ძალიან გააკვირვა. ჰოლანდიელმა „ბარსა” გასულ აგვისტოს, კლუბისთვის რთულ დროს ჩაიბარა, მაგრამ თასის ფინალში გაიყვანა და ლა ლიგაში ლიდერ „ატლეტიკოს” ორი ქულითღა ჩამორჩება. ამის მიუხედავად, კრიტიკოსები უკმაყოფილონი არიან. მათი ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია...

კაკას გაკვეთილი: თასს არ შეეხო!
ჩანაწერი

კაკას გაკვეთილი: თასს არ შეეხო!

ესპანეთის თასის შარშანდელი გათამაშების ფინალში, რომელიც პანდემიის გამო მხოლოდ გუშინ შედგა, „სოსიედადმა“ „ბილბაო“ დაამარცხა. საფეხბურთო საზოგადოებას უყვარს ცრურწმენები. ერთ-ერთის თანახმად, ფინალის დაწყებამდე თასს არ უნდა შეეხო, თორემ უსათუოდ წააგებ. ბილბაოელთა კაპიტანმა იკერ მუნიაინმა მოედანზე გასვლისას ეს „წესი“ დაარღვია და თასს შეეხო. ჰოდა, ნამატჩევს თასი მეტოქეს ერგო, მუნიაინს და მის თანაგუნდელებს კი მხოლოდ ფინალისტების სამახსოვრო მედლები...

ბასკთა ფინალი რეალ სოსიედადმა მოიგო
ჩანაწერი

ბასკთა ფინალი რეალ სოსიედადმა მოიგო

გუშინ, ესპანეთში, 2020 წლის სამეფო თასის მფლობელი გამოვლინდა. ეს გახლავთ ბასკეთის „რეალ სოსიედადი”, რომელმაც ბასკეთისვე „ბილბაოს” მოუგო 1:0 და 34 წლიანი ლოდინის შემდეგ, ჯილდო მოიპოვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მიკელ ოიარსაბალმა პენალტით გაიტანა. სან სებასტიანის გუნდმა ესპანეთის თასი ბოლოს 1987 წელს მოიგო. იმ პერიოდში „რეალ სოსიედადი” ძლიერი გუნდი იყო, 80-იანების პირველ ნახევარში ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი,...

ორი თასი ორ კვირაში
ჩანაწერი

ორი თასი ორ კვირაში

ზოგი ჭირი მარგებელი რომ არის, ასე მოსდის ესპანურ „ბილბაოს“. გუნდს შანსი აქვს, ორ კვირაში ესპანეთის თასი ორჯერ მოიგოს. 3 აპრილს გაიმართება 2020 წლის გათამაშების ფინალი, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო და ამ შეხვედრაში „ბილბაოს“ მეტოქე „სოსიედადი“ იქნება. აქედან ორი კვირის თავზე ბილბაოელებს უკვე 2021 წლის თასის ფინალი ელით და ამჯერად მათი გამომცდელი „ბარსელონა“ იქნება. ზოგადად „ბილბაო“...

ცუდია, თუ გამყიდველი ბარსელონაშია
ჩანაწერი

ცუდია, თუ გამყიდველი ბარსელონაშია

რონალდ კუმანმა თქვა, რომ „ბარსელონასა” და ლეო მესის ავისმსურველები ჰყავს. ეს, მწვრთნელს არგენტინელის მდიდრული კონტრაქტის დეტალების „ელ მუნდოში” გაჟონვამ აფიქრებინა. კუმანმა ამის შესახებ „ბარსას” და „ბილბაოს” გუშინდელი მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ილაპარაკა. „ბლაუგრანამ” 2:1 მოიგო და „რეალის” მსგავსად 20 ტურის შემდეგ 40 ქულა აქვს. „ბარსელონა” ლა ლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა, „რეალი” —  მესამეზე, ლიდერი კი 19...

მესი ძალაშია – დისკვალიფიკაცია!
ჩანაწერი

მესი ძალაშია – დისკვალიფიკაცია!

„ბარსელონას“ უარი ეთქვა აპელაციაზე, რომელიც ლეო მესის ორმატჩიან დისკვალიფიკაციას ეხებოდა. არგენტინელმა უკვე გამოტოვა მატჩი „კორნელიასთან“ (2:0) და ამას გარდა, ლეო გამოტოვებს ჩემპიონატის მატჩს „ელჩესთან“. ამას გარდა, „ბილბაოსთან“ (2:3) გაძევებისთვის მესი ჯარიმის სახით 600 ევროს გადაიხდის, „ბარსა“ კი 700 ევროს. თანხა, ბუნებრივია, სასაცილოა, მაგრამ ისედაც პრობლემებით დახუნძლული გუნდისთვის მოედანზე ლიდერის გარეშე გასვლა სერიოზული რისკია. შეგახსენებთ, რომ...

ბასკები არ ნებდებიან!
ჩანაწერი

ბასკები არ ნებდებიან!

ინიაკი ვილიამსის ბრწყინვალე გოლი და ლეო მესის გაძევება — აი, ორი გამორჩეული ჰაილაითი ესპანეთის სუპერთასის ფინალიდან, რომელიც „ბილბაომ” „ბარსელონას” მოუგო (3:2). ანტუან გრიზმანმა კატალონიური კლუბი ორჯერ გაიყვანა წინ. ამის გამო გულშემატკივარს შეიძლება ეფიქრა, რომ „ბარსა” ჯილდოს მეთოთხმეტედ მოიპოვებდა, მაგრამ ბასკებმა გაათანაბრეს, დამატებით დროში კი გამარჯვების გოლიც შეგდეს. გრიზმანის პირველი გოლი ოსკარ დე მარკოსმა გაქვითა, მეორე...

ელ კლასიკო არ იქნება
ჩანაწერი

ელ კლასიკო არ იქნება

ესპანეთის სუპერთასის ფინალი არ იქნება „ელ კლასიკო”. მართალია, თავისი წილი ნახევარფინალი „ბარსელონამ” „რეალ სოსიედადს” პენალტებით მოუგო (ძირითადი დრო 1:1), მაგრამ მეორე დღეს, „რეალმა” ბასკეთის კიდევ ერთ წარმომადგენელთან, „ბილბაოსთან” (1:2) წააგო და „ბარსა” vs „რეალის” მოყვარულებს მოლოდინი გაუწბილა. ბილბაოელთაგან, ორივე გოლი მადრიდის „ატლეტიკოს” ყოფილმა მოთამაშემ რაულ გარსიამ გაიტანა. „მატჩს იმთავითვე ძალიან სერიოზულად მივუდექი. მინდოდა, „ბილბაოს” მიეღწია...

ზიდანი შინაპატიმრობაშია
ჩანაწერი

ზიდანი შინაპატიმრობაშია

ზინედინ ზიდანი თვითიზოლაციაშია. მას კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც COVID-19 სჭირს. „რეალის” თავკაცმა ხუთშაბათს, ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიში ვერ ჩაატარა. მას ორნაირი ტესტირება გაუკეთეს — PCR და ანტიგენებზე; ანუ დაავადება ხომ არ სჭირს ან უსიმპტომოდ ხომ არ აქვს გადატანილი. ორივე ტესტის პასუხი უარყოფითი გამოდგა, ამიტომ, ფრანგი შინ დარჩა. ამიერიდან ზიდანს ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ლა ლიგის...