ჭდე: ბილბაო

Home ბილბაო
მამარდაშვილი კათედრალს გაუტოლდა
ჩანაწერი

მამარდაშვილი კათედრალს გაუტოლდა

გიორგი მამარდაშვილი „სან მამესზე” უდავოდ მთავარი გმირი იყო. ის ისეთივე დიდი გახლდათ, როგორც მყინვარწვერი, კავკასიის უმაღლესი მწვერვალი, სიმაღლით 5033 მეტრი, რომელიც მის მშობლიურ საქართველოში მდებარეობს. როდესაც შეხვედრა დასრულდა, კამერამ კადრი გააყოლა „ვალენსიას” 21 წლის მეკარეს. მას თანაგუნდელი ხაუმე დომენეკი ეხვეოდა. ინიაკი უილიამსის დარტყმების წინააღმდეგ მისმა სამმა კატისებრმა ჩარევამ ხოსე ბორდალასის გუნდს ფრე (0:0) მოუტანა. მართალია,...

დღეს ვილიამსი თამაშობს?
ჩანაწერი

დღეს ვილიამსი თამაშობს?

„ბილბაოს“ შემტევმა ინიაკი ვილიამსმა ზედიზედ 224-ე მატჩში ითამაშა. არც ტრავმა, არც დისკვალიფიკაცია, არც არაფერი… ხომ შეიძლებოდა, მწვრთნელს ბოლომდე სათადარიგოებში დაეტოვებინა და არ ეთამაშებინა? არა, არა და არა. ექვსი წელიადია, კაცს თამაში არ გაუცდენია. ვილიამსი 2015 წლიდან „ბილბაოშია“, იმ სეზონში კი 32 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასიც მიაყოლა. ვარსკვლავობისა რა გითხრათ და...

მამარდაშვილი სამეფო თასის ფინალშია!
ჩანაწერი

მამარდაშვილი სამეფო თასის ფინალშია!

„ვალენსია” სამეფო თასის ფინალშია. „ღამურებმა” შეჯიბრებიდან გამოთიშეს „ბილბაო”, გუნდი, რომელმაც „რეალი” და „ბარსელონა” დაიფრინა. პირველი შეხვედრა ბილბაოში 1:1 დასრულდა, „მესტალიაზე” კი ხოსე ბორდალასის ფეხბურთელებმა გონსალო გედეშის ულამაზესი გოლით 1:0 იძალეს. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ორივე ნახევარფინალურ შეხვედრაში „ჩეების” კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. მან უშეცდომოდ ითამაშა. მეტიც, რამდენიმე ეპიზოდში ჩინებულად იხსნა კარი, რასაც ქვემოთ,...

სტუმრად ფრე გუნდთან, რომელმაც ბარსა და რეალი გააგდო
ჩანაწერი

სტუმრად ფრე გუნდთან, რომელმაც ბარსა და რეალი გააგდო

„ვალენსიამ“ სამეფო თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა — „სან მამესზე“ „ბილბაოსა“ და გიორგი მამარდაშვილის გუნდს შორის უკიდურესად დაძაბული შეხვედრა 1:1 დასრულდა. მატჩში, რომელიც ბევრი ძიძგილაობით და შეჩერებებით გამოირჩეოდა, „ღამურებმა“ მოახერხეს მთელ რიგ ეპიზოდებში ინიციატივა მოეპოვებინათ. ანგარიში 37-ე წუთზე რაულ გარსიამ გახსნა, მაგრამ 65-ზე უგო დურომ გაქვითა. სტუმრებმა ბასკეთი გულნატკენებმა დატოვეს, რადგან 1:1-ის შემდეგ, ერთ ეპიზოდში,...

ხუთშაბათს ბილბაოში მამარდაშვილს ათამაშებთ?
ჩანაწერი

ხუთშაბათს ბილბაოში მამარდაშვილს ათამაშებთ?

„ვალენსიამ“ გადახალისებული შემადგენლობით „რეალ სოსიედადთან“ შინ 0:0 ითამაშა. გუნდს ხუთშაბათს, ბილბაოში, სამეფო თასის ნახევარფინალში მნიშვნელოვანი მატჩი ელის. „რეალ სოსიედადთან“ „ღამურების“ კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე „ვალენსიას“ მწვრთნელ ხოსე ბორდალასს ჰკითხეს: — უკვე გადაწყვეტილი გაქვთ ხუთშაბათს „სან მამესზე“ კარში ვის დააყენებთ? ბორდალასმა უპასუხა: — ახლა ამას ვერ ვიტყვი. სულ ვიმეორებ, რომ ჩემი მეკარეების მუშაობით...

აზარი – ანჩელოტი – ბეილი
ჩანაწერი

აზარი – ანჩელოტი – ბეილი

2014 წლიდან მოყოლებული, მადრიდის „რეალი“ ესპანეთის სამეფო თასის ფინალში არ გასულა და ვერც ახლა გავა. „რეალი“ ნახევარფინალში გავარდა „ბილბაოსთან“ (0:1)… თუმცა აქ უფრო ედენ აზარისა და კარლო ანჩელოტის დამოკიდებულებაზე დავწერთ. აზარი უკმაყოფილოა, რომ ანჩელოტი არ ენდობა. ამას უსამართლოდ მიიჩნევს. ბელგიელს უკვირს მწვრთნელის სიტყვები, რომელიც ამბობს, აზარი ჯერ ბოლომდე უნდა შევიდეს ფორმაში და მერე ვათამაშებთო… ფეხბურთელი...

ბილბაომ რეალი გააგდო
ჩანაწერი

ბილბაომ რეალი გააგდო

„ბილბაო“ ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში გავიდა. ბასკებმა შინ, „სან მამესზე“, 89-ე წუთზე გაუტანეს „რეალს“. ეს იყო შეხვედრის ერთადერთი გოლი. არადა, ყველას ეგონა, რომ თამაში დამატებით დროში გაგრძელდებოდა, მაგრამ ალექს ბერენგუერმა ბურთი მადრიდელთა კარში ოსტატურად შეაგდო. თასის გათამაშებიდან „რეალის“ გაგდება ბასკების შურისძიება გახლდათ. გეხსომებათ, იანვარში, საუდის არაბეთში, ოთხგუნდიანი ტურნირის სახით ჩატარებული ესპანეთის სუპერთასის ფინალში „თეთრებმა“ „ბილბაოს“...

ბასკებმა კატალონიელები თასიდან გამოთიშეს
ჩანაწერი

ბასკებმა კატალონიელები თასიდან გამოთიშეს

ბილბაოში, „სან მამესზე“, „ბარსელონას“ საშინელი საღამო ჰქონდა და არა მარტო იმიტომ, რომ ჩავის გუნდი „სამეფო თასის“ მერვედფინალიდან გავარდა, არამედ იმიტომაც, რომ პედრის გოლის შემდეგ, რომელმაც თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, ანსუ ფატიც დაშავდა და თავად კანარის კუნძულელი გოლის ავტორიც. შემდეგ კი დადგა 106 წუთი, როდესაც ჯორდი ალბამ საჯარიმოში ხელით ითამაშა, იკერ მუნიაინმა კი თერთმეტი მეტრიდან ბილბაოელთა...

უბერებელი ლუკა მოდრიჩი
ჩანაწერი

უბერებელი ლუკა მოდრიჩი

ესპანეთის სუპერთასის ფინალში მთავარი გმირი უბერებელი ლუკა მოდრიჩი იყო. საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში „რეალმა“ „ბილბაოს“ 2:0 მოუგო. პირველი გოლი სწორედ ხორვატმა გაიტანა. 36 წლის ნახევარმცველმა 38-ე წუთზე ლამაზი დარტყმით დააწინაურა კარლო ანჩელოტის გუნდი. კომბინაცია, რომელიც მოდრიჩის გოლით დასრულდა, ტიბო კურტუასგან დაიწყო და მასში მონაწილეობდნენ კაზემირო, ტონი კროოსი, თავად მოდრიჩი და როდრიგო. ამ ეპიზოდის გარდა „რეალის“...

მადრიდული დერბი არ გამოვიდა
ჩანაწერი

მადრიდული დერბი არ გამოვიდა

საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, ესპანეთის სუპერთასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში, „ბილბაომ“ ჩამორჩენა მოატრიალა და მადრიდის „ატლეტიკოს“ 2:1 მოუგო. ამრიგად, 16 იანვარს, ფინალში, ერთმანეთს „რეალი“ და „ბილბაო“ შეხვდებიან. თამაშის მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში დატრიალდა. ბასკების გამარჯვების გოლი ნიკო უილიამსმა 81-ე წუთზე გაიტანა. მანამდე, ოთხი წუთით ადრე, იერაი ალვარესმა ანგარიში გაქვითა. არადა, როგორც მოგახსენეთ, თავიდან „ატლეტიკო“ დაწინაურდა. გოლი...