ინდოეთში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ორი ტურის შემდეგ ჩვენი ქალთა და ვაჟთა ნაკრებები ლიდერთა შორის იყვნენ… ქალებმა ეს სტატუსი შეინარჩუნეს, ხოლო ვაჟებმა პირველი მარცხი იწვნიეს. ქალთა გუნდი ტურნირზე მესამე ნომრად არის განთესილი და მეტოქედ სუსტი ჩეხეთი ჰყავდა, თუმც მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა: ნანა ძაგნიძე და სალომე მელია შავი ფიგურებით იულია მოვსესიანსა და კაროლინა პილსოვას დაუზავდნენ, ხოლო ნინო...
