ეს სათაური ჩვენი არ არის, გერმანული „შპორტბილიდისაა”, რომელმაც ამ ხერხით იმთავითვე აუწყა მკითხველს, რომ ჯერ ერთი „ბაიერნისა” და მექსიკური „ტიგრესის” ფინალური შეხვედრის ერთადერთი გოლი 24 წლის ბენჟანიმ პავარმა გაიტანა და მეორე, გოლს VAR-ზე დასჭირდა გადამოწმება, ამდენად საეჭვო იყო. მაშ ასე, მსოფლიოს უძლიერესმა კლუბმა, „ბაიერნმა”, მიჯრით მეექვსე დიდი ტიტული მოიგო: ბუნდესლიგის ჩემპიონობა (27 ივნისი, 2020); გერმანიის...
