გრანიტ ჯაკამ ახლახან დამთავრებულ სეზონში, „არსენალისა” და „ლიდსის” შეხვედრაში იმდენად უცნაური ყვითელი ბარათი მიიღო, რომ მის წარმოშობას დანაშაულებათა ეროვნული სააგენტო იძიებს. საქმეს ტოტალიზატორთან დაკავშირებული სკანდალის სუნი ასდის. იკითხავთ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია რას მიკეთებსო. საქმე სწორედაც ის არის, რომ ფეხბურთის ასოციაციამ მომხდარი ექვსი თვის განმავლობაში იძია და სერიოზული დანაშაულის კვალი რომ შეამჩნია, საქმეში კომპეტენტური სამსახური ჩართო....
