ჭდე: ალისონი

Home ალისონი
უკმაყოფილო სლოტი და მამარდას მომავალი კონკურენტები
ჩანაწერი

უკმაყოფილო სლოტი და მამარდას მომავალი კონკურენტები

მო სალაჰმა მეორე ტაიმში პენალტი გაიტანა, რის წყალობითაც გიორგი მამარდაშვილის მომავალმა გუნდმა „ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში სტუმრად მოუგო „ჟირონას’’ 1:0. ამრიგად, მერსისაიდელებმა 6 თამაშიდან ექვსივე მოიგეს და თავი ქუდში აქვთ ― ცხრილში უეჭველად ზედა რვა გუნდში დაიკავებენ ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ თებერვალში ფლეი-ოფს ასცდებიან. ასეთი წარმატების მიუხედავად მწვრთნელი არნე სლოტი უკმაყოფილოა, რომ მისმა გუნდმა...

პენალტი კი საეჭვო იყო
ჩანაწერი

პენალტი კი საეჭვო იყო

ახლა პრემიერლიგა დაისვენებს. შემდეგი ტური 8 თებერვალსაა. ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ მაინცდამაინც სანერვიულოდ არ აქვს საქმე — მდევარ „ლივერპულს“ 9 ქულით უსწრებს. თავის მხრივ „ლივერპულიც“ კმაყოფილია: გუშინ, „კრისტალ პალასთან“  3:1 გაიმარჯვა, პლუს შეხვედრა აქვს მარაგში. „ლივერპულს“ 1 ქულით ჩამორჩება „ჩელსი“, რომელმაც წუხელ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ 2:0 მოგებით პოზიცია გაიმყარა, თუმცა მერსისაიდელებზე ორი, ხოლო „სიტიზე“ ერთი თამაშით მეტი...

დიდი გერმანელი მეკარე
ჩანაწერი

დიდი გერმანელი მეკარე

„ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგა მოიგო და თუკი ამ წარმატებაში ვინმეს ლომის წილი მიუძღვის, ეს მანუელ ნოიერია. 34 წლის გოლკიპერის საუცხოო თამაში შეუმჩნეველი რიგით გულშემატკივარს არ დარჩენია და ლეგენდარულ დანიელ მეკარეს პიტერ შმაიხელს როგორ დარჩებოდა. „მანჩესტერ იუნაიტედისა” და დანიის ეროვნული გუნდის ყოფილმა კარის მცველმა ამერიკულ ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში თქვა: „კარში ნებისმიერი სხვა მეკარე რომ მდგარიყო, „ბაიერნი” ჩემპიონთა...

კაცი, რომელიც აგდებს და აგდებს მესის
ჩანაწერი

კაცი, რომელიც აგდებს და აგდებს მესის

კრიშტიანუ რონალდუ კი არა, ლეო მესის მთავარი მოქიშპე „ლივერპულის” ბრაზილიელი მეკარე ალისონია. ბოლო 18 თვეში ანუ წელიწადნახევარში ალისონმა მესი მესამე შეჯიბრებიდან გამოთიშა. გავიხსენოთ: 2018 წლის აპრილში ალისონი „რომას” მეკარე იყო, როდესაც იტალიურმა კლუბმა „ბარსელონასთან” სტუმრად 1:4 წააგო, მაგრამ შინ 3:0 შემოატრიალა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. იმ ზაფხულს ბრაზილიელმა კლუბი გამოიცვალა, 67 მილიონ გირვანქად „ლივერპულში”...

ვითომ არგენტინა -ბრაზილია?
ჩანაწერი

ვითომ არგენტინა -ბრაზილია?

კოპა ამერიკას მასპინძლები რის ვაი-ვაგლახით, მაგრამ გავიდნენ ნახევარფინალში. პარაგვაი ბრაზილიისთვის ჯადოდ იქცა. ბოლო სამი გათამაშებიდან ორჯერ (2011, 2015) ბრაზილიელები სწორედ მათთან დამარცხდნენ და ორივეჯერ პენალტების სერიაში. 2011 წლის გათამაშება საერთოდაც ისტორიული იყო. პარაგვაი ფინალში ისე გავიდა, ერთი მატჩიც არ მოუგია. ჯგუფიდან სამი ფრით გასულებმა მეოთხედფინალში ბრაზილია, ნახევარფინალში კი ვენესუელა პენალტებით დაამარცხეს. მათი დამარცხება ფინალში ურუგვაიმ...

ჩანაწერი

ლივერპული – სიტი 6:3

სპორტული სტატისტიკის კომპანია InStat Index-მა პრემიერლიგის შედეგები შეაჯამა. ეს კომპანია თითოეულ მატჩში თითოეული ფეხბურთელის ყველა, წარმატებულ და წარუმატებელ მოქმედებას აღრიცხავს. ამის შემდეგ კომპიუტერულ პროგრამას გამოჰყავს ფეხბურთელის ინდექსი, ანუ მარგი ქმედების კოეფიციენტი. კომპანიამ სეზონის შედეგები პოზიციების მიხედვით გადათვალა და ბოლოს ასეთი სიმბოლური ნაკრები მიიღო: ალისონი (ლივერპული) – რობერტსონი (ლივერპული), უოლკერი (სიტი), ვან დეიკი (ლივერპული), მატიპი (ლივერპული)...