მაღალი, თხელი, ულვააშა – რაღაცით ქართველ თავად მოგაგონებს კაცს. აი, შეხედვისთანავე რომ იგრძნობ, მიხვდები. იცნობ: ქართველია და რა ქართველი – გენით, ჟესტით, მანერით… მინდორზეც ასევე – სამხრეთული, ტემპერამენტიანი, აზარტული, რაინდი და ქართველი, ქართველი, ქართველი. ალექსანდრე ჩივაძე ქართული ფეხბურთის ისტორიას ერთ-ერთ უდიდეს და კაშკაშა ვარსკვლავად შემორჩა, ერთგვარ სიმბოლოდაც კი. არამარტო თავისი თაობის სიმბოლოდ, საერთოდ, ელეგანტური, დარბაისელი...
ჭდე: ალექსანდრე ჩივაძე
ფეხბურთის ფედერაციის ბოიკოტი… ფეხბურთს
„სარბიელის“ ტრადიციულ დაჯილდოებაზე (1993 წლიდან), რომელზეც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და ნაკრების საუკეთესო დებიუტანტი დაჯილდოვდნენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არც ერთი ხელმძღვანელი არ მოვიდა. დაჯილდოებას ამით არაფერი დაჰკლებია. უბრალოდ უცნაურია ასეთი არყოფნა. სხვათა შორის, ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი „სარბიელის“ ჯილდოს ორ-ორგზის მფლობელები არიან. სხვა თუ არაფერი, დაჯილდოებაზე მოვიდნენ ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ოთარ გაბელია, თემურ ქეცბაია,...
ციურიხიდან ფაქსი მოვიდა…
1992 წლის 3 ივლისი. ცხელი ზაფხულის თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღე. იამანიძის ქუჩაზე, სფფ-ის ძველ შენობაში ხმაურია. ციურიხიდან ფაქსი მოვიდა – ფიფას კონგრესმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავის სრულუფლებიან წევრად აღიარა. საქართველო ოფიციალურად გახდა მსოფლიო საფეხბურთო ოჯახის წევრი. ჩვეულებრივ თავშეკავებულ სფფ-ის პრეზიდენტ ნოდარ ახალკაცს რაღაც სიამაყენარევი ბედნიერება აღბეჭდვია სახეზე. საქართველო სამ წელიწადს აკაკუნებდა და ფიფამ კარი გაგვიღო,...
ქართული ფეხბურთი გაცილებით დიდია…
მძიმე დღეები უდგას საქართველოს. გარშემო უნდობლობაა, დაპირისპირება. ხდება ის, რაც ათა-ბაბადან მოგვდგამს: ნაცვლად იმისა, რომ საქვეყნო საქმე ერთად გავაკეთოთ, ერთმანეთს ვერჩით და შვილებს მომავალს ვუფუჭებთ. დამძიმდა გული, აიმღვრა გონება. ნეტავ კი ვიყავით ოდესმე ერთსულოვანნი? – კითხულობს სასოწარკვეთილი ქართველი და აღარ ახსოვს, რომ სულ რაღაც ერთი-ორი კვირის წინ საერთოდ არ გვახსოვდა რამე თუ განგვასხვავებდა. არ გვახსოვდა,...
პაიჭაძიდან კალაძემდე
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ყველა ქვეყნის ოცნების გუნდი შეადგინა. ცხადია, საქმეში საქართველოც მოხვდა. ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოქმედი ფეხბურთელებიდან, ცხადია, ვერავინ მოხვდა, ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან მხოლოდ კახა კალაძე. 10 ფეხბურთელი კი საბჭოთა პერიოდიდან არის. IFFHS-ს ვერსიით, საქართველოს ყველა დროის ნაკრები ასე გამოიყურება. ანზორ კავაზაშვილი; რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, კახა...
ხსოვნა მუზეუმში
ფეისბუქზე არსებობს ჩვენი სიამაყის, ვიტალი დარასელიას გვერდი, რომელსაც მისი ქალიშვილი კრისტინა უძღვება. ჰოდა, ამ რამდენიმე დღის წინ გვერდმა, ანუ კრისტინამ ერთობ მოულოდნელი შინაარსის შეტყობინება მიიღო. ვინმე ანიბალ მარტინესმა გამოგზავნა ვიტალი დარასელიას მსოფლიო 1982 წლის ჩემპიონატის დროინდელი სათამაშო მაისურის ფოტოსურათი და აი, რა ისტორია მოაყოლა. მოგეხსენებათ, იმ დაუვიწყარი ტურნირის თავის პირველ მატჩში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ზე-გუნდად...
ვოვა
გაგრძელება დასაწყისი იხილეთ აქ … დასავლეთის ტრიბუნაზე ვისხედით. ფეხბურთზე ძირითადად ჩემს კლასელ გიორგი ხანთაძესთან და მის უფროს ძმასთან მიშასთან ერთად დავდიოდი. ერთ ეზოში ვიზრდებოდით. მამაჩემი ჯემალა, გაზეთ „კომუნისტის“ განყოფილების რედაქტორი იყო, ამათი მამა გურამა ცეკაში მუშაობდა და ყოველ წელს ჰქონდათ დასავლეთის ტრიბუნაზე, სამთავრობო ლოჟასთან აბონიმენტები. დავითრევდით ამ ჩვენი შიშკა მამების აბონიმენტებს და მივდიოდით. მართლა მაგარი ადგილი...
ძალიან დიდი, უზარმაზარი…
ის მჭირს, ერთი შეხედვით ძალიან ადვილი რომაა წერა, მაგრამ არა და არ გამოგდის – ისე არ გამოგდის, როგორც შენი ნაწერის გმირს ეკადრება. განგებამ ინება და ალექსანდრე ჩივაძე პირადად გავიცანი. ტრაბახით წავლეკე უბანი და საძმაკაცო. მას მერე წლები გავიდა, ინტერვიუებიც იყო და არაფორმალურ გარემოში სუფრასთან საუბრებიც, მაგრამ მის სიდიადეს ვერ მოვერიე და გაშინაურება ვერ შევკადრე. ძალიან...
ნუ წამართმევთ ფეხბურთს!
როგორ შეიძლებოდა, ყიფიანი, ჩივაძე, დარასელია, გუცაევი, შენგელია ტრიბუნიდან გყოლოდა ნანახი და ფეხბურთელობა არ მოგდომებოდა?! ჟანი ლეჟავა ლეგენდა კაცი იყო და ათი წლისა, რადგან ცაცია ვიყავი, მარცხენა მცველობა მარგუნა. ელდეპოზე ბევრი მაგარი ბიჭი გაზარდა ჟანი მასწმა. სამი წლის მერე „სინათლეზე“ რეზო მახარაძესთან გავაგრძელე და ჯერ მარცხენა ნახევარმცველად, მერე კი მარცხენა თავდამსხმელად გადამაკეთა… მერე უფროსების გუნდი იყო...








