გამოქვეყნდა ჩოგბურთელთა განახლებული რეიტინგები, რომელშიც მკვეთრად გაიუარესა მდგომარეობა საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ნიკამ გასულ პერიოდში 600 ქულა დაკარგა, 57 საფეხურით დაქვეითდა და 36-დან 93 პოზიციამდე ჩავარდა. სხვა ქართველ ჩოგბურთელებს რაც შეეხება, აღსანიშნავია საბა ფურცელაძის წინსვლა – ის ერთეულებში 101, წყვილებში კი 92 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 594-ეა. რაც შეეხება ქალ ჩოგბირთელთა რეიტინგს, აქ ქართველებისთვის...
ჭდე: ალექსანდრე მეტრეველი
საქართველომ სიდნეი მოგებით დატოვა
ATP CUP-ზე საქართველოს საჩოგბურთო ნაკრებმა კარი გაიჯახუნა და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის ბოლო შეხვედრა მოიგო. ეს ალექსანდრე მეტრეველისა და ალექსანდრე ბაკშის წყვილმა გააკეთა, რომლებმაც სტეფანოს ციციპასისა და მიხეილ პერვოლარაკის დუეტს მოუგო – 4:6; 6:3; 16:14. თუმცა, საერთო ჯამში ჩვენმა გუნდმა მაინც წააგო: ერთეულთა თანრიგში პირველები კორტზე ალექსანდრე მეტრეველი და მიხეილ პერვოლარაკის გავიდნენ. გამარჯვება ბერძენს დარჩა...
პოლონეთთანაც უშანსოდ
ATP CUP-ზე საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები D ჯგუფის მეორე მატჩში პოლონეთს შეხვდა და 0:3 წააგო. ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებს ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოაკლდა, რომელიც კორონავირუსის შემდეგ სასურველ ფორმაში არ არის. შედეგად, ბასილაშვილის არყოფნაში კორტზე ალექსანდრე მეტრეველი და ალექსანდრე ბაკში გავიდნენ. რეიტინგში 972-ე ადგილზე მყოფი ბაკში 117-ე ჩოგან კამილ მაიხჟაკს დაუპირსიპირდა და საათზე ნაკლებ დროში...
მეკვლე მეტრეველი იქნება
ახალ წელს ქართული სპორტის მეკვლე ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი იქნება, რომელიც 1 იანვარს სათამაშოდ ფედერეკო დელბონისთან გავა. ეს იქნება ATP Cup-ის D ჯგუფის პირველი მატჩი საქართველოსა და არგენტინის ნაკრებებს შორის. მოგვიანებით კორტი საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების ლიდერებს, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და დიეგო შვარცმანს დაეთმობათ, შემდეგ კი წყვილთა მატჩის მონაწილეებიც გაირკვევა. ATP Cup-ზე საქართველოს ნაკრები 3 იანვარს პოლონეთს...
უსახელო მარცხი ესტონეთთან
დევისის თასის გათამაშების მეორე ჯგუფის ფლეი ოფს ოპტიმისტურად დავხვდით. ჯერ ერთი, რომ მასპინძლები ვიყავით და მეორეც, რეიტინგი ჩვენს უპირატესობაზე მეტყველებდა. ნიკილოზ ბასილაშვილი რომ მსოფლიო დონის ჩოგბურთელია, ეგ იქით იყოს და ჩვენი მეორე ნომერი ალექსანდრე მეტრეველიც (რეიტიგის 679-ე ნომერი) აღემატებოდა კრისტიან ტამს (729) და ვლადიმირ ივანოვს (757). ბასილაშვილმა საკუთარი მოსაგები პარასკევს კი მოიგო, მაგრამ მეტრეველი დამარცხდა...
მეტრეველის ავსტრალიური ნახტომი
საქართველოს საჩოგბურთო ნაკრებმა ATP-ის თასის პირველ ისტორიულ გათამაშებაში ეგებ ფურორი ვერ მოახდინა, მაგრამ ღირსეულად კი იბრძოლა და ხელშესახები ნადავლითაც დაასრულა ტურნირი. ავსტრალიდან ყველაზე დიდი ნადავლით ალექსანდრე მეტრეველი ბრუნდება. მან ურუგვაელებთან ერთეულთა თანრიგში მოგებით 15 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ჯამში 44 დაუგროვდა და ორშაბათს გამოსაქვეყნებელ რეიტინგში ერთბაშად 120 საფეხურით დაწინაურდება. მეტრეველი 558-ე საფეხურამდე აღზევდა. შედარებით მოკრძალებულია სხვა...
საქართველომ ისტორია დაწერა
ის, რომ ქართველები მსოფლიო ჩოგბურთის ელიტასთან ერთად ATP-ის თასის პირველ გათამაშებაში მონაწილეობენ, უკვე დიდი წარმატებაა, მაგრამ ჩვენი ბიჭები ოლიმპიური დევიზით არ კმაყოფილდებიან და ისტორიის ახალ ფურცელს წერენ. მეორე წრეში იაპონელებთან წყვილებში მოგებამ მორალური კმაყოფილება კი მოგვგვარა, მაგრამ გუნდურ გამარჯვებას სულ სხვა ფასი აქვს. დღეს კი საქართველოს მეტოქე ურუგვაი გახლდათ. ნიკოლოზ ბასილაშვილის პირისპირ 34 წლის ვეტერანი...
საქართველომ პრესტიჟი გადაირჩინა
ავსტრალიაში ალმოდებული ტყეების ფონზე გრძელდება ATP-ის თასის გათამაშება ჩოგბურთში. ქვეჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა იაპონელებთან დასანანი მარცხი იწვნია. ალექსანდრე ბაკშის და ზურა ტყემალაძის წყვილმა მაცუი-მაკლალანის დუეტი უპირობოდ დაჯაბნა – 6:2, 6:4. სამწუხაროდ, ეს პრესტიჟის მოგება აღმოჩნდა. არადა, ერთეულთა თანრიგის ორი შეხვედრიდან ერთიც რომ მოგვეგო, ჯგუფიდან გასვლაზეც წავიოცნებებდით… რატომაც არა? ნიკოლოზ ბასილაშვილს მსოფლიოს 72-ე ჩოგან...
საქართველო ელიტაა
პროფესიული ჩოგბურთის ასოციაციამ ახალ ტურნირს ჩაუყარა საფუძველი. ავსტრალია 2-დან 13 იანვრამდე მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავებს უმასპინძლებს, რომელთა შორის ჩვენი პირველმეჩოგნე ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეწყვილე ალექსანდრე მეტრეველიც იქნებიან. ტურნირში სულ 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ეროვნული გუნდის სახელით გამოსვლა კი დამატებით დატვირთვას მისცემს თითოეულ შეხვედრას. ტურნირს ATP Cup ჰქვია და უკვე იმდენად პოპულარული გახდა, რომ ორგანიზატორებმა საპრიზოდ...
ნიკა, მონრეალი, ცინცინატი…
საქართველოში ჩოგბურთი უცხო ხილი არასოდეს ყოფილა. მუდამ გვყავდა ნიჭიერი მოთამაშეები, რომლებიც საერთაშორისო არენაზე სერიოზულ წარმატებას აღწევდნენ და ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ. ამას რომ ვამბობთ, ძალიან შორეულ წარსულს სულაც არ ვგულისხმობთ, როდესაც დიდი ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონის ფინალში გადიოდა, თეიმურაზ კაკულიაც მარჯვედ იქნევდა ჩოგანს და არც ლეილა მესხი ირცხვენდა თავს, რომელსაც WTA-ს 5 ტიტული მოუგია და რეიტინგის...









