„ოქროს ბურთის“ მფლობელი იგორ ბელანოვი (ფოტოზე მარცხნივ) იარაღით ხელში გამოჩნდა და უკრაინას იცავს. „დღეს შევხვდი ჩვენი ქვეყნის მებრძოლებს, მადლობა გადავუხადე მამაცობისთვისა და ვაჟკაცობისთვის, რომელსაც იჩენენ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ! დიდება უკრაინას, დიდებმა გმირებს!“ – დაწერა ბელანოვმა სოციალურ ქსელში. 61 წლის ბელანოვი ოდესაში დაბადებულ-გაზრდილია, საუკეთესო წლები კი კიევის „დინამოში“ გაატარა: ვალერი ლობანოვსკის სუპერგუნდში თავდამსხმელი იყო, თასების თასი...
