საუდის არაბეთში გამართულ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ნაპოლის” მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ გუნდის სათამაშო სქემა შეცვალა, 3-4-3 განლაგებაზე გადავიდა, შესაბამისად გადაასხვაფერა ფეხბურთელების ინდივიდუალური დავალებებიც და „ფიორენტინას” 3:0 მოუგო. ძნელია იმის მტკიცება, რომ ეფერქტური ანგარიში მაცარის ტაქტიკური ცვლილების მყისიერი შედეგია, მაგრამ დამთხვევა თვალწინ არის. მიმომხილველებს ენიშნათ, რომ ახალ სქემაში ხვიჩა კვარაცხელიას შეეცვალა თამაშს აქცენტები და იმის გამო, რომ [...]
