საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა „აკროპოლისის თასი“ თურქეთთან მატჩით გახსნა. ჩვენებს კარგი თამაში გამოუვიდათ შეტევაში, მაგრამ დაცვაში უამრავი შეცდომა დაუშვეს, მეტოქეს თავისუფლად უშვებდნენ და საბოლოოდ 88:101 დამარცხდნენ. ილიას ზუროსის გუნდმა პირველ მეოთხედში მცირე ხნით უპირატესობა მიიღო, ერთი პერიოდი 10 ქულითაც დაწინაურდა და მეოთხედი 6 ქულითაც მოიგო, მაგრამ მეორე მეოთხედიდან თურქებმა თამაში დაალაგეს, სადღაც შუაგულში ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო...
