მთელი მსოფლიოს სპორტული სამყაროს ყურადღება ავსტრალიაშია, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩის საქმე უნდა გაირკვეს. სერბი ჩოგბურთელი 5 იანვარს ავსტრალიაში ჩავიდა, მაგრამ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. ჯოკოვიჩი, რომელიც კორონავირუსზე აცრილი არ არის, ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობის მიღებას აპირებდა და ტურნირის ორგანიზატორების მხრიდან სამედიცინო გამონაკლისის სახით ნებართვაც მიიღო. თუმც, მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს და კარანტინ-სასტუმროში გადაიყვანეს. ჩოგბურთელის ადვოკატებმა...
ჭდე: ავსტრალიის ღია პირველობა
ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს
მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში, ცხადია, სურს, მაგრამ ანტივაქსერია და ეს პრობლემაა. ჯოკოვიჩი კორონავირუსის აცრაზე უარს აცხადებს, რის გამოც ის ავსტრალიაში ან ითამაშებს, ან – ვერა. ტურნირის ორგანიზატორებმა ჯოკოვიჩისთვის გამონაკლისი დაუშვეს და მელბურნში აუცრელიც კი მიიწვიეს, მაგრამ არავაქცინირებული ნოლე ავსტრალიის სასაზვრო პოლიციამ ქვეყანაში არ შეუშვა. ჯოკოვიჩმა საზღვარზე ვერ წარადგინა ყველა...
ან ვაქცინა, ან – კარანტინი
2021 წლის პირველი დიდი საჩოგბურთო ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობაა. ტურნირის ორგანიზატორებს თავიდან გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ არავაქცინირებული ჩოგბურთელები არ დაეშვათ, თუმცა ჩოგბურთელთა დიდ ნაწილი არავაქცინირებულია და შესაბამისად, ისინი „დიდი მუზარადის“ ტურნირზე გამოსვლას ვერ შეძლებდნენ. ამათგან ერთ-ერთი კი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია… ცხადია, სხვა დიდი ჩოგბურთელების არყოფნაში ჯოკოვიჩის დანაკლისი უკვე ნამეტანი იქნებოდა, ამიტომ ორგანიზატორებმა, ვიქტორიას შტატისა და ქვეყნის...
აცრიან ჯოკოვიდს?
საქმე ის არის, რომ 34 წლის სერბი სპორტსმენი კოვიდ-საწინააღმდეგო აცრას სკეპტიკურად უყურებს, ხოლო ავსტრალიის ღია პირველობაზე აუცრელ სპორტსმენებს არ დაუშვებენ. ამის შესახებ შტატ ვიქტორიას პრემიერმა დენ ენდრიუსმა პირდაპირი მინიშნება გააკეთა. „ტიტულები არავის იცავს. ერთადერთი ტიტული, რომელსაც დაცვა შეუძლია, ვააქცინის პირველი და მეორე დოზაა“, – განაცხადა ენდრიუსმა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ჯოკოვიჩს საკუთარი ორგანიზებით ჩატარებულ ტურნირზე, მაშინ,...
პრეზიდენტმა ჯოკოვიჩს ავსტრალია მიულოცა
სერბეთის პრეზიდენტმა ალეკსანდრ ვუჩარიჩმა ნოვაკ ჯოკოვიჩის ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვება მიულოცა. „ძალიან გულითადი მილოცვა ჩემგან. მეცხრედ ავსტრალიის ღია პირველობის მოგება დიდი საქმეა. მორიგი შედევრალური და დიდებული გამარჯვება. ეს სერბი ხალხის კიდევ ერთი დიდი სიხარულია და არამარტო ჩოგბურთის მოყვარულების. მადლობა ნოლე! დიდება სერბეთს!, – დაწერა ვუჩიჩიმა საკუთარ ტვიტერზე. შეგახსენებთ, ნოლემ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რუსი დანილ...
ავსტრალია ჯოკოვიჩის სამფლობელოა
ავსტრალიაში სენსაცია არ შედგა. ისე, განა რა სენსაცია იქნებოდა, თუ უკვე ხვალიდან მსოფლიოს მე-3 ჩოგანი რუსი მოქმედ პირველ სერბს მოუგებდა? დანილ მედვედევის მხარეს 20-მატჩიანი წაუგებელი სერია იყო, ნოვაკ ჯოკოვიჩს კი 13-წლიანი ტრადიცია უმაგრებდა ზურგს. სწორედ ამდენი გავიდა “ნოლეს” პირველი ავსტრალიური ტრიუმფიდან. მას შემდეგ, თუკი ნახევარფინალში გადიოდა, ჯოკოვიჩი აუცილებლად იგებდა ავსტრალიურ სლემტიტულს. ეს უკვე მე-9 ფინალი...
ჩოგბურთელი გენეტიკური დეფექტით
ბრიტანელი ჩოგბურთელი ფრანჩესკა ჯონსი ავსტრალიის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ძირითად ბადეში კი მოხვდა, მაგრამ იქ პირველივე წრეში წააგო ამერიკელ შებლი როჯერსთან – 4:6, 1:6. მატჩი საათსა და 2 წუთს გაგრძელდა. თუმცა, აქ სხვაზე გავამახვილებთ ყურადღებას – ჯონსი გენეტიკური დეფექტით, ექტროდაქტილიით დაიბადა. ჩოგბურთელს ხელზე რვა, ხოლო ფეხზე შვიდი თითი აქვს. ექიმები თვლიდნენ, რომ ჯონსი პროფესიონალი ჩოგბურთელი...
ბასილაშვილის ავსტრალია
ავსტრალიურ მელბურნში სტარტი აიღო სეზონის პირველმა სლემტურნირმა. საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ შეხვედრას 9 თებერვალს გამართავს. მისი მეტოქე ამერიკელი ტომი პაული იქნება. პაული მსოფლიოს 53-ე ჩოგანია, თუმც ჯერ პროფტურში ტიტული არ მოუგია. ბასილაშვილმა შარშან, ავსტრალიის ღია პირველობაზე ერთი წრე დაძლია, მისმა მეტოქემ კი მესამე წრემდე გააღწია. ამ წყვილში გამარჯვებული რუდი-ტომპსონის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ნორვეგიელი...
სამნი კარანტინში
8-21 თებერვალს მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობა გაიმართება. ჯერჯერობით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, გარდა იმისა, რომ სამი ჩოგბურთელი კარანტინში რჩება. ამ ჩოგბურთელების ვინაობა არ სახელდება. ათასამდე ოფიციალურ პირს, ჩოგბურთელსა და მწვრთნელს კი 14-დღიანი კარანტინი მოეხსნათ, რომელიც ტურნირის წინ მელბურნსა და ადელაიდაში გაიარეს. სპორტსმენებმა უკვე დაიწყეს სრულფასოვანი ვარჯიში. როგორც იცით, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრალიის ღია პირველობის...
ნადალი ფედერერით ამაყია
„დიდი მუზარადის“ 20-გზის გამარჯვებული რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება. ესპანელი მომავალ ტურნირზე არაფერს საუბრობს, მაგრამ კომენტარი საკუთარ რეკორდებზე და შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან დაპირისპირებაზე კი გააკეთა. „ყოველდღიურად ჩვეულებრივ ვიხარჯები – ეს არის და ეს. რეკორდები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მე მებრძოლი ვარ, მაგრამ არასდროს შევპყრობილვარ იდეებით, რომ საუკეთესოც. კონცენტრირებული ვარ კონკრეტულ მომენტზე. როჯერ ფედერერთან ერთად...









